რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#101
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
მხევალი ნინო |
Jan 16 2008, 06:31 PM
პოსტი
#102
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ნუ დინოზავრებზე მოძღვრებთან არასოდეს გვისაუბრია მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, უფრო სწორედ ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე გეტყვით, პირველ რიგში მორწმენეებზე ვიტყვი, ანუ უფრო სწორედ ეკლესიურ მეგობრებს რა აბრკოლებს
1) ხშირად მოძღვარს აიდეალებენ, ანუ ადამიანურ თვისებებს ადამინურ სისუსტეებს უკარგავენ. მერე, როცა მოძღვარში ისეთივე ადამიანს დაინახავენ, როგორც თვითონ არიან, ეს რაღაც წარმოადგენას უმსხვრევთ და ბრკოლდებიან.2) ზოგი იბუტება მოძღვრის შენიშვნაზე, გაბრაზებაზე, უყუადღებობაზე, თუმცა ეს დიდ დაბრკოლებას არ იწვევს, უფრო მგონი იმ წუთიერი წყენაა, 3)მოძღვარში რაიმე ცოდვის დანახვა. არაეკლეისურები უფრო მეტს თხოვენ მოძრვარს, უფრო ღვთიურ-ზებუნებრივ არსებებად სახავენ, მათთან უფრო ძნელია საწინააღმდეგო მოსაზრების დაფქსირება, მოძღვრის დაცვა, მაშინ, როცა ის აბრაზდა, იუხეშა, უყურადღებობა გამოიჩინა ან რაიმე მსგავსი. ჩემი ერთი მეგობარი დაბრკოლდა იმის გამო, რომ მოძღვარმა სანთლების ბოლომდე დანთება არ აცალა, ტაძარი უხურებაო, რაზეც ამან ტრაგედია შექმნა (საერთოდ არის ემოციური გოგო, და რომ არ შეექმნა ტრაგედია ეს გამიკვირდებოდა ) ზოგს ის წყინს, რომ შუაღმის სამ საათზე ლოცვა მოუნდა უიცებ და ეკლესია დახურული დახვდა, რზეც ბევრი განმარტების მიცემაა საჭირო. ერთხელ ჩემს გვერდით მდგომ ერთ კაცს (არ ვიცი იყო თუ არა ეკლესიური) ის გაუკვირდა , რომ სასულიერო პირები დიდ ჯიპში ისხდნენ და თქვა, ეხლა დაიჯერე ამათიო, თვითონ ჯიპი კი არ იყო ნახევარმილიონიანი მანქანა, უცხოური კი იყო, მაგრამ რაღაც ძაან მაგარი არა. ნუ არ ვიცი რაზე დაბრკოლდა, შეიძლება ჯიპზე, ან საერთოდ მანქანაში, რომ ისხდნენ )) უფრო ჯიპზე. საერთოდ უცხოურ მანქანებზე ბრკოლდება ხალხი, მრევლი ჩუმად გულში, არაეკლეიური ხმამაღლა და აშ .. და არა მხოლოდ ჯიპზე, ხალხი გამადიდებელი სათვალით უყურებს როგორ სახლში და რა პირობებში ცხოვრობს მოძღვარი, ეს ასეა. ზოგი იმაზეც კი განიკითხავს მოძღვარმა შესაწირი თუ აიღო, განსაკუთრებით ტაძარში.. საერთოდ ყურადღება, რომ ძალიან უყვარს მრევლს ეს მგონი უდავოა, ზოგი იმას წუწუნებს აღსარების დროს მოძღვარს ეჩქარებოდა და გულით, რაც მინდოდა ვეღარ ვთქვიო, ეს არ ვიცი რამდენად გვაბრკოლეს, მაგრამ საწუწუნოდ გვაქვს ხოლმე... ჩემი ერთი მეგობარი ხშირად წუწუნებდა, რომ რაღაც კონკრეტულ ეკლესიაში ვერ მიაღწიეს ერთი მღვდლის მივლენას, მაშინ როცა სიონში 40 მღვდელია. ხოდა დარჩა მრევლი წირვა-ლოცვის გარეშე. ეს გოგო ამას ძალიან განიცდიდა, თან ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგი იმაზე ბრაზობს რატომ შენდება ახალი ეკლესიები, როცა ძველები ინგრევა და არავინ უყურებს... ნუ ეს კონკრეტული მოძღვრის მიმართ არ აბკოლებთ, მაგრამ სარწმუნოების მიმართ მგონი კი... ერთი პერიოდი ჩემი ეკლესიის მრველი წუწუნებდა, რა მოხდა შაბათობით დიაკონმა შეხვედრები, რომ მოგვიწყოს და საინტერესო თემებე და პრობლემებზე ვისაუბროთ. ანუ თემები უნდოდათ შემეცნებითი, ახლის მომცემი და არა ისეთი გაზეთსი, რომ იბეჭდება ხოლმე, ცხვარი შეუთქვი და რა ვქნაო, ან ჯვარი გამიტყდა და ეს რისი ბრალიაო, საინტერესო თემების მოთხოვნა იყო. ოღონდ ერთმანეთსი ვბჭობდით ამაზე , ხმამაღლა არ მოგვითხოვია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი