მასწავლებლის როლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებლის როლი |
ninca |
Nov 12 2006, 10:51 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მოდი. ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი, მით უფრო ახლა, როცა განათლების სისთემაში ასეთი რეფორმებია.
მე თავად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მაღალ კლასებში. |
Georg |
Dec 2 2006, 01:15 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ნეტარი ავგუსტინეს აზრი სწავლებასა და მასწავლებელზე!
აღარ მოვიდა დრო იმისა, რომ ღვთისმეტყველთ მაინც დავუთმოთ ყურადღება "მასწავლებლებმა"? "ნება მიბოძე, გაგიმჟღავნო, უფალო ჩემო, რანაირ აბდაუბდას ვალევდი შენს მიერ ნაწყალობევ ნიჭსა და უნარს. ისეთ დავალებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ მთელ სულს მიმღვრევდა და მიფორიაქებდა: ასე მაგალითად, მე უნდა წარმომეთქვა განრისხებული იუნონას სიტყვა; ქალღმერთის რისხვა იმით იყო გამოწვეული, რომ "ვერ შესძლო იტალიისათვის თავიდან აეცილებინა ტევკრების მეფის შეჭრა"67. თუ დავალებას ღირსეულად გავართმევდი თავს, ჯილდოდ ქების შესხმა მელოდა, თუ არა და, სასჯელიც ცნობილი იყო: გაბიაბრება და გაწკეპვლა. მე საერთოდ არ გამიგია, რომ იუნონას ოდესმე წარმოეთქვას ამნაირი სიტყვა, მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ პოეტურ გამონაგონთა კვალდაკვალ გვებორიალა და პროზაული სიტყვით გადმოგვეცა ის, რაც პოეტს ლექსად გამოეთქვა. განსაკუთრებით აქებდნენ იმას, ვინც შესძლებდა ზუსტად და ხატოვნად წარმოესახა ღვთაების რისხვა თუ მწუხარება, მისი ღირსების შესაბამისად, და სათანადო სიტყვების გარსში მოექცია თავისი აზრი. რა შავ ქვად მინდოდა ყოველივე ეს, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო?! რა თავში ვიხლიდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს უფრო ერთსულოვანი ტაშით ხვდებოდნენ, ვიდრე ჩემი ტოლებისას თუ თანაკლასელებისას? რა არის ეს, თუ არა კვამლი და ქარი? განა სხვა თემა არსად იყო, რომ იმაში გამეწაფა ჩემი ენაც და გონებაც? შენი ქება-დიდება, უფალო, შენი ქება-დიდება, შენივე წერილის მიხედვით, - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწებისა! მაშინ ხომ ასე ადვილად ვეღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს. მეამბოხე ანგელოსებს ხომ სულ სხვადასხვანაირად სწირავენ მსხვერპლს68." + + + 67. "ტევკრები" ეწოდებოდათ ტროელებს, მათი პირველი მეფის ტევკროსის სახელის მიხედვით. . ."ტევკრების მეფედ" აქ ენეასი (იხ.შენ.45) იგულისხმება. ტროელების მიმართ მტრულად განწყობილი იუნონა(ბერძნული მითოლოგიით - ჰერა) ყოველნაირად ცდილობდა, რომ ენეასს თავისი თანამგზავრებითურთ ვერ მიეღწია იტალიისათვის, სადაც მას, ბედის წინასწარგანჩინებით, დიადი სამეფო უნდა დაეარსებინა. . . ამნაირი "დავალება", რომელსაც ესოდენ უსიამო გრძნობით იხსენებს ნეტარი ავგუსტინე, ჩვეულებრივი რამ იყო დაწყებითსა თუ გრამატიკულ სკოლებში. მოწაფეს არა მარტო პროზად უნდა "გარდაეთქვა" "ენეიდის" მოცემული ნაწყვეტი (1, 36-75), არამედ, სახელგანთქმული რომაელი ორატორის კვინტილიანეს (დაახლ. 35-100 წ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "მჭერმეტყველური ძალმოსილებაც მიენიჭებინა პოეტის აზრისათვის, გაესრულებინა ნაკლული ადგილები, სხარტად და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ის, რაც ბუნდოვანი ჩანდა. . . ეს უნდა ყოფილიყო პოეტთან პაექრობა და ჭიდილი"("შეგონებანი ორატორის მიმართ", X, 5, 4-5). 68. ანალოგიის აზრი გამჭვირვალეა: ნეტარ ავგუსტინეს არ ჰქონია რწმენა, ანუ "ჭიგო" თუ "საყრდენი", ამიტომაც იყო, რომ მის გულს ისევე ადვილად იტაცებდნენ დაცემული ანგელოზები, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს მიწაზე დაცვენილ ყურძნის მარცვლებს. "ეს ამაყი და უკეთესი სულები - ამბობდა ავგუსტინე მათზე, - კეთილსურნელოვანი კვამლით კი არ საზრდოობენ, როგორც ჰგონია ზოგიერთ ბრიყვს, არამედ ადამიანთა შეცდომებით" ("ფაუსტუსის წინააღმდეგ", 20,22). + + + + + + + ნეტარი ავგუსტინე. აღსარებანი; წიგნი პირველი; XVII; 27. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი