![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მამა ირაკლი
დამლოცეთ მამაო, აბორტი ცხადია ყოვლად მიუღებელია და ამაზე კამათი არც შეიძლება. აბორტი არის მკვლელობა და ეკლესიაც და მორწმუნე მრევლიც შესაბამისად უყურებს (უნდა უყურებდეს). ![]() ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრა-ცეპტივების გამოყენება ცხადია მკვლელობის ცოდვის ექვივალენტური არ არის, რადგან ასეთ დროს არ კვდება არავინ, არამედ არ ხდება რეპროდუქცია (განაყოფიერება). ეს ცოდვა სულ სხვა კვალიფიკაციისა და ასოცირდება ღვთის ნებისადმი მიუნდობლობასა და ოჯახის წინასწარ დაგეგმარებასთან. სამწუხაროდ მე არ ვიცნობ მართლმადიდებლურ ქრისტეანულად (სჯულის კანონით) რამდენად დასაშვებია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება. თუ არ ვცდები უშუალოდ დიდი სჯულის კანონში ეს განხილული არ არის. წაკითხული მაქვს კათოლიკური ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით, დასავლეთის ეკლესია კატეგორიულად კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ არ კრძალავს ცოლ-ქმრული ურთიერთობის კალენდარულ რეგულირებას ჩასახვის კონტროლის მიზნით. ![]() ჩემი აზრით თავშეკავება ზოგადად აუცილებელია და ქრისტეანის თანმდევი უნდა იყოს, მაგრამ თავშეკავების არსის გამოყენება ჩასახვისგან თავდაცვის მიზნით მე მგონი, რომ არ უნდა იყოს მართებული. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი