![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ურთიერთობა მაინც არ შეიძლება ორსულობის და მეძუძურობის დროს! ასევე იძულებითი თავშეკავება არ გამოდის!? მამაო, ეგ სხვა საკითხია, გაგრძელებას მაგ კონკრეტულ და გამონაკლის შემთხვევებზე ცალკე ვაპირებდი, რადგანაც ახლა ახსენეთ,მაშინ მოკლედ შევეხები და შემდეგ დროებით დაგტოვებთ. ამ შემთხვევაში თავშეკავებას აქვს სწორი და გამართული არგუმენტი, ესაა ნაყოფის და დედის ჯანმრთელობა (როცა მეორე "თავშეკავება" დედის ( და არა მარტო) ფსიქო-ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას აყენებს უდიდეს დარტყმას), თქვენს მიერ მოყვანილი თავშეკავება ეს დროებითი მოვლენაა და ორსულობის გარკვეულ თვეებში და მეძუძურობის ბოლო თვეებში სამედიცინო თვალსაზრისით გამონაკლისიც შეიძლება დაიშვას, ხოლო ის რომ 33-35 წლის შემდეგ დაეყუდო ბერად სახლში არის ცოდვა (და არის მკაცრად აკრძალული ეკლესიის კანონიკის მიერ), და ოჯახის ერთიანობის დარღვევა, დიდი სხვაობა ამ დროებით თავშეკავებასა და იმ უდროო თავშეკავებას შორის, სხვაა მამოძრავებელი და სხვაა იდეა, იგივე ითქმის მარხვის დროს თანაგადაწყვეტილებითი თავშეკავების შესახებ ( რაც მხოლოდ არჩევანია და არა აუცილებლობა), აქაც დროებით თავშეკავებაზეა საუბარი და დიდი სულიერი ( და ფიზიკურიც, რადგან დროებითი განშორება სიყვარულს აღვივებს და ხანდახან მართლაც აუცილებელია!) არგუმენტი უდევს თან, მე პირადად ყველაზე ცუდ "გამოსავლად" ამ პრობლემიდან მიმაჩნია რათქმაუნდა 1) აბორტი-შვილის მკვლელობა და 2) თავშეკავება კავშირისაგან-ოჯახის დარღვევა ( და სხვა საშინელი მოსალოდნელი პრობლემები ფსიქო-ფიზილოგიურ, ასევე სპირიტუალურ საკითხებში)... დაგვლოცეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი