![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ჩემი აზრით ერთადერთი და ჭეშმარიტი გზა, არის ჯვრისწერის შემდეგ მეუღლესთან ეკლესიის მიერ კურთხეული თანაცხოვრრება, მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში. ყველა სხვა მსჯელობა და დისპუტი ამ თემაზე (ისევ ჩემი აზრით) არის ადამიანის მცდელობა, როგორმე "თავი დაიძვრინოს" "არასასურველი" "ზედმეტი" შვილებისგან, რაც დიდი ცოდვაა. ანუ, როგორც მამა ირაკლი ბრძანებს ადამიანი მიდრეკილია მომრიგებლობისკენ. ყველაფერს უკვე ნათელი აქვს მოფენილი. თანაცხოვრების შედეგად ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემს ოჯახს, იმდენი უნდა აღზარდოს. ამაზე დიდი ბედნიერება ოჯახისთვის ხომ არაფერია. სამწუხაროდ ამ ჭეშმარიტებას ადამიანი თავს არიდებს სხვადასხვა საშუალებებით (ეგოიზმის გამო). ჭეშმარიტი გზა გაცხადებულია. არჩევანი კი ჩვენზე. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ეკლესიის კურთხევა ან არა. თუმცა როდესაც ადამიანი თავის გასამართლებლად (ამდენ საშუალებებს იგონებს და მიმართავს), გულის სიღრმეში მაინც გრძნობს, რომ ის სცდება ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების გზით სიარული უჭირს ადამიანს, მაგრამ ყველას შეუძლია!
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი