რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
k@the |
Jan 17 2008, 04:14 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
საბოლოო ჯამში, თუ მორწმუნეს სურს ეკლესიური ცხოვრების დაწყება მთელი სულით და გულით, ის ნებსმიერ დაბრკოლებას გადალახავს. მოძღვარი კი უნდა შეიყვარო მთელი გულით. ეს რწმენაშიც განამტკიცებს მართლმორწმუნეს და მისი ადამიანური ბუნებაც უკეთესობისკენ შეიცველბა. და თუ მორწმუნე არაა? თუ ერთი რიგითი ადამიანია, რომელიც თვლის რომ ღმერთი არსებობს და გულში პლიუს/მინუსებს წონის, საჭიროა თუ არა მასა და ღმერთს შორის შუამავალი? მეც ვიყავი ერთ დროს ასე და ასეთ დროს დიახაც, ყველა წვრილმანი აბრკოლებს ადამიანს. ასეთი ადამიანი, როგორც წესი კეთილია, ცდილობს ცხოვრებაში სწორედ იქცეოდეს, გული ეწვის ხელგაწვდილი ბავშვის, ან ხელაკანკელებული მოხუცის დანახვაზე, ლოცულობს როცა უჭირს. მაგრამ არაა ეკლესიის წიაღში. მითუმეტეს ძნელია როცა მეცნიერებაშია, ანუ უყვარს აზროვნება და ლოგიკური მსჯელობა. ასეთი ადამიანის გარშემო, ხალხის უმეტესობა არაეკლესიურია და ეკლესია, როგორც ადამიანის თავისუფალი აზროვნების შემზღუდველი - ისე მოიაზრება. დღეს რაც არ დამაბრკოლებს მე, ეს მოძღვრის მიერ მარხვის გატეხვა, ან მოძღვრის ხელში უახლესი გამოშვების მობილური ტელეფონი, ან მანქანა, ან ... და ა.შ. ადრე ეს ყველაფერი დამაბრკოლებდა. დღეს თუ არ განვიკითხავ მე იმ მოძღვარს, სამაგიეროდ ჩემი არაეკლესიური მეგობრის თვალში გამიჭირდება დაცვა. რა ვუთხრა, არ განიკითხო მოძღვარი ამისათვის, რადგან ყველას თავისი ცოდვის მიხედვით მიეზღვებაო? კი ვეტყვი მე, მაგრამ შემომიბრუნდება მერე ის ადამიანი და მეტყვის, აი შენ უკვე დაკარგე საკუთარი აზრი და ეკლესიამ ''დაგიმონაო''. ნივთებს ჩემთვის არასოდეს არ ქონიათ დიდი ფასი და მჯერა არც მოძღვრისთვის აქვს იმ ნივთს რაიმე ღირებულება. მათ შეუძლიათ ძვირფას ნივთს ფლობდნენ ისე, რომ ამას მათთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფუფუნება არ მოჰქონდეს. მაგრამ იმ მრავალთათათვის ვინც ამას გვერდიდან ხედავს? აბრკოლებს... ხოლო ეკლესია არა მხოლოდ მორწმუნეებისთვისაა, ის მუდამ უნდა მქადაგებლად გვევლინებოდეს, მოძღვარი სახეა ეკლესიისა. განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ეკლესიას გვერდიდან აკვირდება და ფიქრობს შევიდეს თუ არა. ამიტომ, მოძღვარმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი შევიდეს და გამოსვლა არ მოისურვოს. დამლოცეთ მამა ირაკლი, მაპატიეთ ისე დავწერე როგორც ვფიქრობდი. იქნებ ცდები კიდეც. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 08:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი