![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
- როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბორტები?
- ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება ადამიანს უფლისგან განაშორებს და ცოდვად ითვლება. ღმერთი ყოველ ახალ ადამიანს, ცოლ-ქმრის მიერ, მათი თანაყოფის გზით ქმნის, ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით ცოლ-ქმარი ღმერთს ახალი ადამიანის მოვლინების საშუალებას არ აძლევს. კონტრაცეპტიკა ახალი სიცოცხლის, საერთოდ სიცოცხლისა და სიცოცხლის წყაროს - ღვთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. კონტრაცეპტიკა მკვლელობაა სიცოცხლის გაჩენამდე და ერის გენოციდია. ყოველივე აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეკლესია ვერასოდეს მისცემს კურთხევას კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, მით უმეტეს მათი უმრავლესობა (აბები, სპირალი), ხშირ შემთხვევაში ჩასახვას კი არ უშლის ხელს, არამედ უკვე განაყოფიერებულ უჯრედს კლავს, ე.ი. ადგილი აქვს აბორტს. ერთადერთი, რაც შეიძლება ეკლესიამ გააკეთოს ისაა, რომ გაითვალისწინოს, გამოიძიოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა (ჯანმრთელობა, ურწმუნო მეუღლე, მცირედმორწმუნეობა) და მოუწოდოს მეუღლეებს კონტრაცეპტივების მაგივრად, თავი შეიკავონ ურთიერთობისაგან იმ დღეებში, როცა შეიძლება ჩასახვა მოხდეს, იზრუნოს მათში რწმენის განმტკიცებისათვის და ასწავლოს უფალზე მინდობა. (მამა თეოდორე გიგნაძე) მეც ასე ვფიქრობ და ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და როგორც პატრიარქი ხშირად მოგვიწოდებს ბევრი შვილი იყოლიეთ.როგორც პატრიარქმა აღნიშნა თავისთავზე რომ იგი მეშვიდე შვილი იყო ოჯახში. ისე ერთი დიდად სულიერი მოძღვრისგან ვიცი რომ თქვა რომ 3 თვის ფეხმძიმობის შემდგომ ცოლქმარი თუ თავს შეიკავებს ურთიერთობისგან კარგი იქნებაო. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი