![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ჩემი აზრიც მინდა დავაფიქსირო....
აქ საინტერესოდ იქნა განხილული ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოიყენება მრევლის მიერ. მე პირადად, როგორც კანონისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე უფრო დაცული ცოლ-ქმარი კანონიკური ნორმების დარღვევისაგან არის თავშეკავების დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში: ა) არ ხდება ნაყოფის მკვლელობა; ბ) არ ხდება თანაონანიზმი; გ) არ ხდება საუფლო კურთხევის დარღვევა. როდესაც ჯვრისწერისას მეუღლეებს ეძლევათ კურთხევა შვილიერებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შვილების გაჩენაზე არ უნდა თქვან უარი. თორემ კონკრეტულ სიტუაციაში სქესობრივი თანაცხოვრების შეზღუდვა ან თავის შეკავება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კურთხევას ვარღვევთ. მოციქულის კურთხევა, რომ ცოლ-ქმარი არ განეშოროს ერთმანეთს აიხსნება იმით, რომ "არ განიცადნონ", ანუ თავშეკავებამ სხვა ცოდვისკენ არ უბიძგოს მათ. არსებობს ასევე კურთხევაც, რომ "მოუკლებლად ვლოცულობდეთ", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქმეს უნდა მოვაკლდეთ ამის გამო, ან არ უნდა გვეძინოს. ცხადია, ესეც არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურად სწორედ ეგ მესახება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი