ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 12:52 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგა ხანია მინდა ტოლკიენის შესანიშნავი ნაწარმოები: "ბეჭდების მბრძანებელი" განმეხილა თქვენთან ერთად, გვესაუბრა მისი შინაარსის ქრისტიანულ ფესვებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს ეკლესიამ მისია თანამედროვე სამყაროში.
მოკლედ შემოგთავაზებთ მცირე ისტორიებს ამ წიგნიდან და ვიმსჯელოთ ისტორია ეხება იმ ბეჭდის დაბრუნებას თავის სათავეში, საიდანაც გამოიწრთო - მორდორის ცეცხლში, წიინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კაცობრიობას ემუქრება დაღუპვა, ვინაიდან ბეჭდის მბრძანებელი შავი ძალა იმუქრება ხელში ჩაგდებით მის მიერ დაკარგული ბეჭდის, რაც უპირობოდ ბოროტების გაბატონების საწინდარია. საინტერესო პარალელებია სულიერებს სფეროდან და ბეჭდების მბრძანებლიდან. მაგალითად ის ბეჭედი, მფლობელს იმდენად აჯადოვებს, რომ ადამიანს მის გარეშე არსებობაც არ შეუძლია. თანაც ეს ბეჭედი არის ჯადოსნური და საკმარისია ის თითზე ჩამოიცვა, რომ უჩინარი ხდები - ეს კი ნამდვილად დიდი ცდუნებაა მისი დროებითი მფლობელისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შავი ძალისთვის სწორედ ამ დროს ხდება ბეჭედი ხილვადი. არსება სახელად სმიგოლი რომელიც თავის ძმასთან ერთად სეირნობისას შემთხვევით იპოვის ამ ბეჭედს, კლავს ძმას ბეჭდის გამო და საკმაოდ დიდი ხანი "ფლობს" ამ "საუნჯეს", მაგრამ ამასთან ერთად მახინჯდება ფიზიკურად. ბეჭედი ბოროტების და ცოდვის სიმბოლოა და ძმის მკვლელი სმიგოლიც კაენის პარალელია, რომელიც ასევე კლავს თავის ძმას აბელს. უფრო მეტიც, როგორც ცოდვის ჩამდენი ხდება მიდრეკილი ცოდვისკენ, ისე ამ ბეჭდის მფლობელს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. და ისევე როგორც ცოდვა აკარგვინებს ადამიანს თავისუფალ ნებას - ბეჭედიც იგივე "ძალის" მატარებელია. და ყველაზე მთავარი: როგორც ცოდვა ამახინჯებს სულიერად ადამიანს, ისე ამ ბეჭდის მფლობელი სმიგოლი ხდება მახინჯი. საინტერესო გარემოება: სმიგოლი, გახდება რა მოჯადოებული ბეჭდის ძალით, უნებლიედ იწყებს ძახილს სიტყვისა: "გოოლუმ", და მისი სახელი - გოლუმია ამიერიდან. წმინდა წერილში კი ვიცით, რომ არიან ღვთის შვილები და შვილები ჯოჯოხეთისა, ანუ ადამიანი კარგავს თავის სახელს- მოწოდებას და იღებს ახალ სახელს. უარს ამბობს ღმერთის თაყვანისცემაზე და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს - აპოკალიფსის ამ ადგილთანაც საინტერესო პარალელია სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე. და საკმარისია ბეჭედი თითზე ჩამმოიცვას მფლობელმა, მას ხედავს შავი ძალა პარალელი: საკმარისია ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, ის უფრო უახლოვდება ეშმაკს და მის ხრიკებს მოკლედ ტოლკიენის ეს ნაწარმოები შეიცავს უკიდეგანო ზღვას მოზარდისთვის (და არა მარტო), რომ გასაგები ალეგორიებით ახსნას ბიბლიური ჭეშმარიტება. მთავარი პერსონაჟი, 33 წლის (ნუთუ შემთხვევით?) ჰობიტი ფროდო, ხდება ის პიროვნება, რომელმაც უნდა აიღოს ბეჭედი და აიტანოს მორდორის მთაზე, ეს მსვლელობა ძალიან გავს მსვლელობას გოლგოთისკენ, რომელიც ყველა ადამიანის ჯვარია, ხოლო ჰობიტი ფროდო თავისი 33 წლით, იესო ქრისტეს სისავსეს მიღწეულ ადამიანს გვაგონებს ჯერ ეს იყოს. გაგრძელება იქნება...ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kato_Bato |
Jan 16 2008, 08:31 PM
პოსტი
#42
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მხევალი ნინო
ციტატა ეხლა წავიკითხე კანუდოსას პირველი პოსტი და მივხვდი, რომ მე ეს ფილმი..... არ მინახია. არც ძმის მიერ ძმის მოკვლა მახსოვდა (ეტყობა თვიდან ბოლომდეც არ მაქვს ნანახი, ასე ხშირად ვიქცევი ხოლმე ) და არც ბევრი რამ. დღესვე ვუყურებ კომპზე, ეხლავე შევიძენ ძმა არა, ფორთოხალი თავისი სოფლელი იყო. მეგობარი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
Jan 17 2008, 11:51 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მხევალი ნინო ძმა არა, ფორთოხალი თავისი სოფლელი იყო. მეგობარი. თუ ავიჭერი,ბოდიში თუმცა პარალელი მაინც რჩება ძალაში + ტოლკიენი ცდილბდა ერთი ბეწოთიც არ შეხებოდა ქრისტიანობას და არცერთ რელიგიას. კონფესიონალურ და შინაარსობრივს ურევ ახლა შენ...არ შეხებია პირდაპირ, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა იქ ისეთი, რაც ქრისტიანობაში ყველაზე ფასეულია (და ისეთიც, რაც მხოლოდ ქრისტიანობაშია - ამაზე მოგვიანებით): მოყვასისთვის თავგანწირვა, სრულყოფილი სიყვარული, მეგობრობა და სხვ. რა შუაშია მონანიება? ეს ზღაპარია, და იქ რომ ყოფილიყო მაღალ დიალექტიკურ დონეზე საუბარი რაღაც სინანულზე - წიგნი საინტერესო არც იქნებოდა ამას გარდა ძალიან კარგადაა ნაჩვენები ცოდვილი ადამიანის გაორება სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე, სადაც ის თავის თავს ებრძვის, სადაც ხან ნორმალური იღვიძებს და ხანაც მხეცი.... ამ ნაწარმოების მითოლოგია ბერძნულთან არაა კავშირში და ბიბლიასთან მითუმეტეს. ბერძნულთან არ ვიცი რა შუაშია, საიდან მოიტანე კატო? პ.ს. ისე ცნობისთვის, ტოლკიენი თავის ნაწარმოებს ღრმად კათოლიკურად თვლიდა 1953 წლის 2 დეკემბერს თავისი მეგობრისადმი, რომელიც იეზუიტი მღვდელი გახლდათ (რობერტ მურეი) მიწერილ წერილში აი რას წერს: The Lord of the Rings is of course a fundamentally religious and Catholic work -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
Jan 17 2008, 12:04 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ხო უმთავრესი გამახსენდა ახლა:
ბეჭედი არის ბოროტება და მისი დამარცხება შეიძლება მხოლოდ მისი უარყოფით - გავიხსენოთ, რომ ბეჭედი იზიდავს ადამიანებს და ამით იგერიებს მათ და მთელი სიუჟეტი იმაზეა აგებული, რომ მისი დროებითი მფლობელი უარს ამბობს მასზე, მიუხედავად მისი ქონისა და მიაქვს მორდორის ცეცხლში. ანუ მთელი იდეა ეხება ქრისტიანულ უმთავრეს იდეას, რომ ბოროტება არასოდეს არ გამოიყენება კეთილად - ეს იდეა უკვე კონფესიონალურად ქრისტიანულია. და ყველაზე მთავარი მომენტი ჩემი აზრით არის შემდეგი: ტოლკიენი ასწავლის მტრის სიყვარულს ყველაზე მისაღები ფორმით - როდესაც ფროდო სემს ეუბნება არ მოკლას დაცემული ჯადოქარი: არ მოკლა ის ხომ ერთერთი დიდი ჯადოქარი იყო, ახლა კი დაეცა, ჩვენ არ ვართ მისი განმკითხველები (მახსოვრობით ვწერ) და მთავარზე მთავარი ვის ეძღვნება ეს წიგნი? ვინ არის ბეჭდების მბრძანებელი? არც ბილბო, არც ფროდო, არც საურონი, არს სმიგოლი და საერთოდ არავინ არ ფლობდა (წიგნის სიუჟეტის მიხედვით) არასოდეს ყველა ბეჭედს. ანუ? ვინ არის ბეჭდების მბრძანებელი? ჭეშმარიტი მბრძანებელი? ამაზე ტოლკიენი პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ცხადია, რომ ეს არის ის ვინც მართლა ფლობს ყველაფერს და მათ შორის ყველა ბეჭედს - ეს არის უფალი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი