რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
k@the |
Jan 17 2008, 04:49 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
k@the ერთ მხრივ სწორია ქეთ რასაც ამბობ, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლით,მასიური სვლა ტაძრისკენ და მოძღვრისკენ სულ რაღაც 20 წელია დაიწყო ერმა ალბად ვისწავლით და აღვმოფხვრით ჩვენში იმ თითქოს ფესვგამდგარ ურჯულოების გადმონაშთებს რამაც გათიშა ხალხი ეკლესიას. მოძღვარი და მრევლი უნდა იყოს მაგალითი შEნს მიერ ხსენებული ხალხის თვალში,მაგრამ თუ ჩვენც არ დავიცავით დასაცავი და საჯარო განხილვის საკითხათ ვაქციეთ ამა თუ იმ მოძღვრის რაიმე საქციელი დამეთანხმები ალბად,რომ სულ არ იქნება ეს მათ თვალში აღქმული დადებით მუხტად...მიმიხვდები ალბად ჩემს მუდმივ სატკივარზე ვსაუბრობ,მოძღვრების საჯარო გაკიცხვის უარყოფითობა! მართალი ხარ მართა, 20 წელია რაც ახლიდან გვიწევს ყველაფრის სწავლა, 20 წლის წინ ამდენი მოძღვარიც არ იყო და შემდეგ უცბად საჭიროებამ მოიტანა მათი ასეთი დიდი რაოდენობით არსებობა. ღმერთმა კიდევ მეტი გაგვხადოს მრევლი და მეტი მოძღვარი იყოს საჭირო. ახლა დროა მგონი, ჩვენმა ეკლესიამ იზრუნოს იმისათვის, რომ ამდენი მოძღვარნი ეკლესიის განმამტკიცებლები იყვნენ... არ ვიცი როგორ ვთქვა, სკოლებში ინფორმატიკის მასწავლებლების მაგალითს მოგიყვანთ: დაახლოებით 30 წლის წინ, დღისწესრიგში დადგა სკოლაში ინფორმატიკის საგნის სწავლება, ხოლო პედაგოგები არ ყავდათ. ამიტომ განათლების სამინისტრომ მოკრიბა მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ქიმიკოსები, ჩაუტარა მათ დაჩქარებული კურსი, გადასცა სახელმძღვანელო და საგანი 'ინფორმატიკა' შემოიღო. სწორიც იყო ასე, რადგან იმ ხალხმა გაზარდა შემდგომი თაობა, რომლებიც მასწავლებლებზე უკეთესნი იყვნენ და მათ შემცვლელად მოევლინნენ. დროთა განმავლობაში თავად ის მასწავლებლებიც დაიხვეწნენ და ფაქტიურად ძალიან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო ეგ მაშინ. გამგები მიხვდება ალბათ რისი თქმაც მინდოდა... ანუ, იმის აღიარება, რომ რაღაც კიდევ დასახვეწია და გასაუმჯობესებელი არაა მოსარიდებელი. შავზე შავის თქმა არანაირად არ უნდა აკნინებდეს ჩვენს რელიგიას. გააჩნია როგორ იტყვი ამას. მე, რომ ეკლესიისკენ მობრუნებულ ადამიანს, შავზე ვუთხრა თეთრიაო, ხომ იფიქრებს ეკლესია ხალხს აბრმავებს და სანამ ჯერ კიდევ ვხედავ შორს დავიჭირო თავი მათგანო. ამით იმას კი არ ვამბობ, მოძღვართა განკითხვა დავიწყოთ. ცხადია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება როცა მათზეა საუბარი, მაგრამ არც სირაქლემას პოზიცია არ უნდა დავიჭიროთ და ამით შეგნებულად მოაზროვნე ხალხი დავაფრთხოთ. არ უნდა დავგავიწყდეს, მოძღვარიც ადამიანია და ის თუ ცდება, არ ნიშნავს იმას თითქოს ეკლესიაც ცდებოდეს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
lingvo |
Jan 17 2008, 02:20 PM
პოსტი
#3
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ანუ, იმის აღიარება, რომ რაღაც კიდევ დასახვეწია და გასაუმჯობესებელი არაა მოსარიდებელი. შავზე შავის თქმა არანაირად არ უნდა აკნინებდეს ჩვენს რელიგიას. გააჩნია როგორ იტყვი ამას. მე, რომ ეკლესიისკენ მობრუნებულ ადამიანს, შავზე ვუთხრა თეთრიაო, ხომ იფიქრებს ეკლესია ხალხს აბრმავებს და სანამ ჯერ კიდევ ვხედავ შორს დავიჭირო თავი მათგანო. ამით იმას კი არ ვამბობ, მოძღვართა განკითხვა დავიწყოთ. ცხადია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება როცა მათზეა საუბარი, მაგრამ არც სირაქლემას პოზიცია არ უნდა დავიჭიროთ და ამით შეგნებულად მოაზროვნე ხალხი დავაფრთხოთ. არ უნდა დავგავიწყდეს, მოძღვარიც ადამიანია და ის თუ ცდება, არ ნიშნავს იმას თითქოს ეკლესიაც ცდებოდეს. თუ ადამიანი ურწმუნოა, ჩვენ მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, ქრისტიანული ზნეობით, სიმშვიდით, სიყვარულით და სხვა სათნოების აღსრულებით შეიძლება მოვაბრუნოთ ის სარწმუნოებისკენ. "ქადაგება" და "შეგონება" ჩვენ თავზე არ უნდა ავიღოთ. ჩვენ მხოლოდ ასეთი პირადი მაგალითი შეგვიძლია ვაჩვენოთ. ხშირად ასეთ დროს ის ადამიანი დაინახავს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას და მოძღვრამდეც მივა. როდესაც ეს ადამიანი მოძღვართან მივა, ისაუბრებს მასთან, ლოცვას,წირვას დაესწრება,მისი მსოფლმხედველობაც მართლმადიდებლური გახდება და ის "მცდარი აზრებიც" მოძღვარზე თუ ეკლესიაზე გაქარწყლდება და გაქრება. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 07:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი