ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
A L U B A L A |
Nov 29 2006, 06:17 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
ნარკომანია რომ დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა ყველამ ვიცით.ეს დაავადება ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი,არადა ნარკომანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება.საბედნიეროდ, უკვე დაიწყო ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა,რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა
თქვენ რას ფიქრობთ ნარკომანიაზე,ნარკომანებზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი ადამიანებთან |
mr_morrison |
Dec 2 2006, 08:23 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ციტატა ნარკომანია სულიერი დავადების ერთ-ერთი ფორმაა. ცხოვრების აზრის ვერ შეცნობის,მისი უდიდეს სიმძიმედ აღქმის შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ რეალობას გამოეთიშონ და შვება ე.წ. ''კაიფში'' ნახონ. თუმცა ისე ღრმად იჭრებიან ამ შეგრძნებაში რომ ბოლოს ამაოების სრული განცდა ხშირად თვითმკვლელობამდე უბიძგებს მათ. ასეთი ადამიანები გარეგნულად თითქოსადა ძლიერებად გვაჩვენებენ თავს, სინამდვილეში კი იმდენად სუსტები არიან, რომ ცხოვრების '' ქარტეხილების'' ატანა მარტო არ შეუძლიათ და აღიარება თავიანთი სისუსტის კი სირცხვილად მიაჩნიათ. არსებობს უამრავი მაგალითები, როდესაც ამ სენისგან ვითომცდა განკურნებული ადამიანი ისევ უბრუნდება ნარკომანიას ან სხვა სენით დაავადდება, უმეტესად ლოთობით.მიზეზი კი ის არის რომ განკურნება ხდება არა სულის, არამედ გარემოსგან იზოლირებით ისინი დროებით ყოფითი პრობლემებისგან თავისუფლდებიან და სხვადასხვა მეთოდებისა და რეჟიმების მეშვეობით თავიანთ სადარდებელს ივიწყებენ. სამწუხაროა საქართველოს მონაცემები ნარკომანთა თაობაზე. პროცენტული მაჩვენებელი მართლაც რომ კატასტროფულია. ამ ადამიანების დახმარება ყველაზე მეტად მათ ახლობლებს შეუძლიათ. თუმცა ამისთვის დიდი მოთმინება და ნებისყოფა არის საჭირო, რომ ერთად შეებრძოლონ ამ დაავადებას. რადგან ეს დაავადება სულიერ დაავადებებს განეკუთვნება, მისი საუკეთესო მკურნალი საქართველოს პირობაზე ეკლესია და რწმენაა. გამუდმებული ლოცვით შეიძლება ამ ადამიანების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. თუნდაც იმის ჩვენება რომ ისინი მარტო არ არიან( ჩვენ მარტო არასდროს არ ვიმყოფებით , უფალი ყოველთვის ჩვენთან არის), რისი შეცნობაც აუცილებელია მათთვის. უმეტეს მათგანს ეს პრობლემა უჩნდება მაშინ, როცა მიტოვებულად და გარიყულად გრძნობენ თავს. თუმცა მათთვის, ამის გაცნობირება და აღიარება საკმაოდ მტკივნეულია. გეთანხმები ყველაფერში. ნარკომანიის და კიდევ ალბათ სხვა დანარჩენი ავადმყოფობის საფუძველი არაეკლესიურობა და სასოწარკვეთილებაა ალბათ. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი