რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#101
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 10:34 PM
პოსტი
#102
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ
ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის? |
მეხელი |
Jan 17 2008, 03:14 PM
პოსტი
#103
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის? მამაო, ძალიან დამაბრკოლებელი იქნება. და არამხოლოდ არაეკლესიურებისთვის ან ახლად მოქცეულებისტვის, არამედ მათთვისაც, რომლებიც დიდი ხანია ეკლესიურ ცხოვრებას ეწევიან. პირადად მე დიდი ხანია ეკლესიაში დავდივარ, გარკვეული სასულიერო განათლებაც მაქვს მიღებული და კარგად ვიცი, რომ მღვდელი არ არის ქრისტე, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მის მრავალ ცოდვაზე შემიძლია დავხუჭო თვალი, მაგრამ როცა ვხედავ, რომ მრავალ მათგანს ამის გამო სინანულის ნატამალიც არა აქვს, არამედ პირიქით ცოდვას მღვდლობის მადლთან ერთად ღვთისგან მონიჭებულ უფლებად და პრივილეგიად აღიქვამენ და სხვებსაც აჯერებენ ამასი, მე ეს პირდაპირ სასოწარკვეთაში მაგდებს. ამიტომ, მთავარ პრობლემად არა ცალკეული სასულიერო პირების ცოდვები მიმაჩნია, არამედ დღეს საქართველოს ეკლესიაში გაბატონებული შეხედულება, რომ თუკი ადამიანი მიიღებს სამღვდელო ხელდასხმას, ის ავტომატურად დიდი სულიერებისა და სიბრძნის მატარებელი ხდება, ლამის უცთომელი. ეს შედეგად იწვევს იმას, რომ მღვდელი ზედმეტად თავდაჯერებული ხდება და ვეღარ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ან მათ პირიქით სათნოებებად თვლის. ეს მრევლის ბრალიც არის, რომელსაც სურს თავის მოძღვარში წმინდანი დაინახოს (ან უფრო მეტიც), მთლიანად მას დაუმორჩილოს თავისი ცხოვრება და საკუთარ პასუხიმგებლობას გაექცეს. ყოველივე ამის მიზეზი საბოლოო ჯამში იმის დავიწყებაა, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომლის არსებობაც და სიწმინდეც მხოლოდ ქრისტეზეა დამოკიდებული და რომლის თითოეული ასო რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყო არაფერს წარმოადგენს მის ყველაზე უმცირეს ასოსთან კავშირის გარეშე. ანუ ერთი მხრივ, უნდა გავიაზროთ ეკლესიაში ქრისტეს ერთადერთი სრული მღვდლობა და მეუფება, მეორე მხრივ კი - სამღვდელოებისა და ერისკაცების განუყოფელი ერთიანობა. გვახსოვდეს წმ. პავლინე ნოლელის სიტყვები: "უნდა ვენდოტ ყველა მორწმუნის პირს, რადგან ღვთის სული თითოეულ მათგანში სუნთქავს"; ასევე ამბობს წმ. იპოლიტე რომაელი: "მათზე, ვისაც მარტებულად სწამს, სულიწმინდა გადმოღვრის მადლის სისავსეს, რათა მათ შეიცნონ, თუ როგორ უნდა ასწავლოს ეკლესიის წინამძღოლმა გადმოცემა და დაიცვას ის"; წმ. ინოკენტიც: "ეპისკოპოსი ერთდროულად არის საკუთარი მრევლი მასწავლებელიც და მოსწავლეც". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 09:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი