არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
G A B O |
Jan 17 2008, 09:49 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
მე ძალიან მინდა რომ ეს თემა ფორუმ გეზე გადავიდეს რომ ხალხის უფრო ფართო მასა ჩაებას ამ დებატებში. აქ ყველა ერთ აზრზე ვართ და ძალიან კარგია მაგრამ ჯობია რომ უფრო ბევრმა გაიგოს ამ პრობლემის შესახებ. ჩვენ თითოეული ჩვენი ახალგაზრდა სათითაოდ უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან ამ მახინჯ გემოვნებას და იაფფასიან მუსიკას, თითოეული მათგანი. ერთმა კაცმა რომ ერთი მაინც მოაქციოს და სწორი გზა უჩვენოს საქმე გაკეთებულია. იმიტომ რომ ის სხვა, სხვას ეტყვის და ა შ. ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩა. თითოეულ ახალგაზრდაზე უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ ჯობია რომ ეს თემა ფორუმ გეზე გადავიდეს. იქ უფრო მეტი მომხმარებელია და მეტი ხალხია.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი