![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მამაო,
ვატყობ თემამ პრობლემის განხილვის ნაცვლად, უკვე კამათის ცუდი სახე მიიღო , რისი სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მითუმეტეს თქვენთან, ამიტომ თემას ვტოვებ, მაგრამ უბრალოდ რამოდენიმე საკითხს დავაზუსტებ 1) აქ არაა პიროვნულ საკითხზე საუბარი, არამედ მიდის ზოგადად პრობლემის განხილვა, ასე რომ მე ცოლი მყავს თუ არა და რა იქნება მომავალში ამ თემას არ ეხება და არაა გასარჩევი. 2) რაც შეეხება აღთქმას და თავშეკავებას, რბილად რომ ვთქვა საერთოდ არაფერ შუაშია, რადგან ერთ შემთხვევაში სწორედ საწოლის არ გაზიარებას იღებენ კურთხევად და მეორეში პირიქით, საწოლის გაზიარებაზე იღებენ კურთხევას, ამიტომაა "ჩასახვის შიშით გამოწვეული თავშეკავება" კანონის დარღვევა და ღვთის ნების წინააღმდეგობა, სხვა რა ცუდი და საშიში მოვლენები შეიძლება მოყვეს ამ დარღვევას, უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ. 3) ასევე ვერ გავიგე, რას უშლის განათლება ხელს? ურწმუნო განათლება კი აქ არაფერ შუაშია, მსგავსი რამ ადრეული აბორტის ნამდვილ აბორტად არ შერაცხვის შესახებ არსად მითქვამს, პირიქით, თუ კიდევ წაიკითხავთ ჩემს პოსტებს, იქ აღვნიშნე, რომ აბები და "სპირალი" ძალიან უკუსაგდებია, რადგან აბორტს უთანაბრდება მეთქი... სრულიად შეუწყნარებლია ასევე განათლების და რწმენის შეპირისპირებაც, კლიმენტი ალექსანდრიელის "ხალიჩები" არის კლასიკური ნაშრომი ამ თემაზე... 4) თქვენ რასაც მრავალშვილიან და ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმლიან წინაპრებზე წერთ, ძალიან კარგია და ეგ მე პირველივე პოსტში პირველივე მუხლად დავწერე ( ასევე სოლომონისადმი პასუხში გავუსვი ამას ხაზი), ეგ იდეალია და მისკენ უნდა მივილტვოდეთ, მეტ-ნაკლებად, მაგრამ თემა მე ასე გავიგე, რომ პროპბლემის რეალურ სახეს და მის რეალურად გადაჭრის განხილვას ეხებოდა ( მაგრამ, ვგონებ საერთოდ ავცდით ამ მხარეს და ამიტომაც ვტოვებ თემას), დანარჩენი ამის შესახებაც დაიწერა, უბრალოდ ნუ დავივიწყებთ, რომ აქ ყველანი ( ყოველშემთხვევაში დიდი ნაწილი) ვართ ეკლესიურები, ჩემს შემთხვევაში კი ამ საკითხის თეოლოგიურ მხარეს კარგად ვიცნობ, რადგან ჩემი პროფესიაა და ჩაღრმავებასა და განხილვას ნუ მიიღებთ, რაიმე მტრისეულად ან მაინცდამაინც ცუდ მოვლენად, პრობლემას თვალის გასწორება და ფიქრი სჭირდება. მცირედმორწმუნეობაზე კი გეთანხმებით, თუკი უფალმა მოციქულებს უწოდა "მცირედმორწმუნენი", ჩვენ რაღა გვეთქმის? მაგრამ ეს არანაირად არ უშლის ხელს პრობლემებზე ფიქრს და განსჯას... საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ დიალოგს? ![]() დამლოცეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი