რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#101
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
Lenus |
Jan 18 2008, 11:05 PM
პოსტი
#102
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
QUOTE იტომ, მთავარ პრობლემად არა ცალკეული სასულიერო პირების ცოდვები მიმაჩნია, არამედ დღეს საქართველოს ეკლესიაში გაბატონებული შეხედულება, რომ თუკი ადამიანი მიიღებს სამღვდელო ხელდასხმას, ის ავტომატურად დიდი სულიერებისა და სიბრძნის მატარებელი ხდება, რა არის ამაში ცუდი? ჩემი მეგობარი და ე.წ. დროებითი მოძღვარი ბაქოში თბილისში და შემდეგ ბათუმში იყო სტუმრად და 1 კვირის შემდეგ უკან დაბრუნებულმა აღტაცებით მომიყვა რომ ყველაგნა გრძნობდა კრძალულებას და მოწიწებას მის წინაშე რასაც ვერც კი იოცნებებდა ვერც ბაქოში და ვერც მოსკოვში. ეს იმ კაცის სიტყვებია. მოკლედ, რატომ ვეძებთ მოძღვარში არასწორად გაიდეალებულ ადამიანს? და რატომ ვრაცხთ ამას, როგროც მრევლის "ბრალს"? რა არის ცუდი იმაში თუ ადამიანმა მოძღვარს მიანდო თავისი სული და გული? საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევას არავინ ცდილობს, და მორჩილებაში განა ცუდი რა უნდა იყოს? QUOTE ეს შედეგად იწვევს იმას, რომ მღვდელი ზედმეტად თავდაჯერებული ხდება და ვეღარ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ან მათ პირიქით სათნოებებად თვლის უკაცრავად, მეგობარო და ცოტა ღვარძლით დაწერილს ჰგავს. ეს ყველა სფეროში შესაძლებელი და ჩვეულებრივი მოვლენაა. ნუთუ გვინახავს რომელიმე მინისტრი, რომელიც დანიშვნისთანავე, "შესაფერის" სახეს და მენერებს არ იღებს? ან რომელიმე მენეჯერი კომპანიისა, იმავე დღეს სხვანაირად ჩაიცმევს და გამოპრანჭული მიდის სამსახურში და სხვა. ამაზე საათობით შეიძლება მაგალითების მოყვანა. რა დააშავა ახლად ნაკურთხმა მოძღვარმა. ადმიანია და თუნდაც ადამიანურად "აუვარდეს თავში", ღმერთის შეწევნით, ეს მედიდურობა, ასე არასამართლიანად განზოგადებული თქვენს მიერ, აუცილებლად გაივლის და მთავარია ასეთ ადამიანს ადამიანების სიყვარული ამოძრავებდეს. თითოეულ ჩვენთაგანს ჩვვნი პრობელმა ყველაზე მნიშვნელოვანი გვგონია და ამრთლებიც ვართ ამაში, მაგრამ უფრო დიდ სურათს ვერ ვამჩნევთ, ანუ მოძღვრის შრომას, ხანდახან 1000-მდე მაზიარებელი რომ ჰყავს და აღსარებისას და ზიარებისას სულეირ კი არა ფიზიკურ ძალებსაც კი დიდი თავდადების საფასურად იკრებს. საბოლოოდ, მოძღვარზე საუბრისას მე პარალელს გავავლებდი ნოეს დათრობის ამბავთან. არც ის დაგვავიწყდეს, ნოე მართლა მთვრალი იყო და იმ მომენტში მისი მდგომარეობა სამარცხვინოც, მაგრამ სამი შვილიდან სამივემ შენიშვნის მიცემა და დაცინვა კი არ იკადრა. ჩვენშიც იგივე მეორდება. სიმართლის თქმას ხანდახან სიყვარული თუ გადავაყოლეთ, რა აზრი აქვს ასეთი სიმართლის ლაპარაკს საერთოდ?? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი