ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
Dec 3 2006, 01:25 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მოდით დავუკვირდეთ :
სახელობითი: მამა დავით_ი მოთხრობითი: მამა დავით_მა მიცემითი: მამა დავით_ს ნათესაობითი: მამა დავით_ის მოქმედებითი: მამა დავით_ით ვითარებითი: მამა დავით_ად წოდებითი:მამა დავით! აქედან გამომდინარე, ვხედავთ რომ ,სწორი მიმართვის ფორმა არის :მამა დავით( მამა დიმიტრი, მამა პეტრე)... მამა-- არის ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვა, ამიტომ როდესაც იგი წინამავალია, საკუთარ სახელთან (პეტრე, გიორგი, არჩილ) შეხამებისას უცვლელია. იცვლება მხოლოდ საკუთარი სახელი, ანუ მომდევნო სიტყვა. მაგალითად: წმიდა გიორგი_ მამა გიორგი, წმიდა გიორგი-მ_მამა გიორგი-მ, წმიდა გიორგი-ს_მამა გიორგი-ს... და მიმართვისას: წმიდა გიორგი!_მამა გიორგი! მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული ტრადიცია მამაო ფორმის ხმარებისა :მამაო გიორგი! მამაო ალექსი! მიმართვის ასეთი ფორმები გვხვდება ეპისტოლარულ ლიტარატურაში და ისინი დასაშვებ ფორმებადაა მიჩნეული. მაგრამ დღეს საკმაოდ ხშირად გვესმის და ვკითხულობთ: "მამაო ამბობს", "მამაომ თქვა", "მამაოს უთქვამს"... ასევე საკუთარ სახელთან ერთად: მამაო არჩილი მოვიდა, მამაო არჩილმა ბრძანა, მამაო არჩილს მოვახსენე... ეს იგივეა რომ ვთქვათ: ბატონო არჩილი მოვიდა, ბატონო არჩილმა ბრძანა, ბატონო არჩილს მოვახსენე... მშასადამე , სასულიერო პირის მიმართ მამაო ფორმის ხმარება გამართლებულია მხოლოდ მიმართვის ფორმებში_ისიც, მაშინ, როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება (მამაო!), და საკუთარ სახელთან(მამაო არჩილ!) ... ყველა სხვა ფორმაში სიტყვა მამა უცვლელი დარჩება, შეიცვლება ხოლოდ საკუთარი სახელი: მამა შიო, მამა შიომ, მამა შიოს... მამა(ო) შიო! იგივე წესი გვექნება, თუ მამას შეენაცვლება მეუფე მეუფე დავით-ი, მეუფე დავით-მა, მეუფე დავით-ს... მიმართვის ფორმა იქნება:მეუფე დავით! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი