ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#21
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Dec 3 2006, 02:38 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
kato_Bato
მშვენივრად ახსენი და განმარტე ყველაფერი. განვაგრძობ თემას: ა-ზე დაბოლოებული სახელის კვეცა და უკვეცელობა ზოგჯერ მნიშვნელობის სადიფერენციაციოდ არის გამოყენებული. უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბაბუა, ბებია...), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ: "მამას სამუშაო ოთახი ნათელია”, "შვილს მამის მორიდება უნდა ჰქონდეს”. პირველ შემთხვევაში ვგულისხმობთ საკუთარ "მამას” და იგი არ იკვეცება, მეორე შემთხვევაში იგულისხმება საერთოდ "მამა” და იკვეცება. მე შეგნებულად ვამბობ ხოლმე შეცდომით: “მამაომ მითხრა”, “დღეს მამაომ იქადაგა” და ასე შემდეგ. ეს ხდება მრევლთან ურთიერთობისას. ვიცი, რომ შეცდომაა და მაინც. ალბათ, ჩემი დაწერილი წესიდან გამომდინარეც. საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობ და იმიტომ. ამით გამოვხატავ, რომ ის ზოგადად მოძღვარი კი არა, ჩვენი მოძღვარია, რომელიც ძალიან გვიყვარს. სახელთან ერთად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, უფრო ზოგადი სახე მიეცემა. ერთი სიტყვით, ჩემი წესები შემოვიღე. მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ავხსენი, რატომ ვერ გადავეჩვიე ამ შეცდომას… -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი