![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ჩემთან აქვთ ხოლმე კითხვა,როგორც მოძღვართან.ამჯერად თეოლოგიის მცოდნე და არამარტო მცოდნეებთან მაქვს შეკითხვა. როგორ უყურებს ეკლესია აბორტს,კონტრაცეპტივებს და.ა.შ?
თუ ადამიანმა ზომიერება არ ისწავლა რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს? 20 ,30 თუროგორ მოიქცეს მორწმუნე ცოლ-ქმარი? რა გზას დაადგეს სცოდოს თუ თავი შეიკავოს? |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მეც ვეთანხმები მხევალი ნინოს ნათქვამს.
უბრალოდ მამაკაცისათვის, რადგან მათ გამოცდილება არ და ვერ ექნებათ, უფრო ადვილია თქვან იმდენი შვილი მინდა რამდენსაც ღმერთი მომცემსო. მაგრამ ნამდვილად არ მინდა მთელი ცხოვრება ორსულ მდგომარეობაში გავატარო . მე ვაღიარებ ჩემ სისუსტეს, თუმცა ადამიანის ბუნება რომ სუსტია ეს უფალმაც იცის და ამიტომაცაა ყოვლადმოწყალე. ხოდა ჩემი სისუსტიდან გამომდინარე, ისეთი უდიდესი ცოდვის ჩადენას, როგორიც მკვლელობაა (აბორტი), მირჩევნია რაიმე სხვა გამოსავალი ვეძიო და უფლის შემწყნარებლობის იმედი გამაჩნდეს. დღეს, 21 საუკუნეში, ქალი ნამდვილად არაა მხოლოდ შვილების გასამრავლებელი არსება, რომელიც სახლში უნდა იჯდეს და ოჯახის მოვლის მეტი არაფერი აკეთოს. ასეთ კატეგორიულ პოზიციას თუ დაიჭერს ეკლესია, ამით ის კი არ მოიგებს და ხალხი გამრავლებას კი არ დაიწყებს, მე ვფიქრობ, მას გაუჭირდება არათუ ახალი მრევლის მოზიდვა, არამედ ძველის შენარჩუნებაც კი. იდეალი რაა ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ იდეალისაგან ძალიან შორს რომ ვართ, ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ეროვნული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ახალი რელიგიური დოგმატის და აკრძალვის შემოღება არ მიმაჩნია სწორი. აკრძალვები ჩვენ ისედაც ბევრი გვაქვს, იმდენი რომ რაც არის რეალურად იმასაც კი ვერ ვასრულებთ. რა ვქნა, კიდევ ახლის დამატება დღევანდელ დღეს არ მიმაჩნია მართებულად. დამლოცეთ მამაო და მომიტევეთ, ქეთევანი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი