![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო!
ჩემი ძმები, ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი და სხვა მართლმადიდებლები, მალე შობას იდღესასწაულებენ, ახლა ვამზადებ მისალოც ვირტუალურ და არავირტუალურ ბარათებს, არადა ჩვენ ჯერ შორს ვართ შობის დღესასწაულისაგან... მალე მოდის საერო ახალი წელიც, რომელი ყოვლადგაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგი მორწმუნე ეწინააღმდეგება და ლამის აკრძალონ კიდეც მისი შეხვედრა, კიდევ კარგი პატრიარქი ულოცავს ხალხს 1 იანვარს ... ჰოდა, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ ახალი თემა გავხსნა, ვიმსჯელოთ, რა არის კალენდარი, სტილი, პრობლემა... არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი საწინააღმდეგო აზრი გაჩნდება და რადგან ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც შეხლა-შემოხლა ბუნებრივია, რომ იქნება, უბრალოდ გთხოვთ, იქნებ აქ მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი უხეშობისა და აგრესიისაგან! გმადლობთ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
ელესარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,669 ![]() |
ძველი პოსტები არ წამიკითხავს და ამიტომ შეიძლება ნაცნობ ინფორმაციას წააწყდეთ ჩემს პოსტში
თეოლოგიური მხარე - კალენდარი არ არის დოგმატური საკითხი - ნახევარი მართლმადიდებლური სამყარო ახალ სტილზეა და ჩვენ მათთან ევქარისტული კავშირი გვაქვს, ანუ ეგ არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ეკლესიის ერთიანობა ამით არ ირღვევა. - არის ხილული სასწაული (გველები ტაძარში მიძინების დღესასწაულის პერიოდში საბერძნეთში) რომელიც ახალი სტილით ხდება. თუმცა ხანდახან ამ სასწაულს ძველ სტილს მიაწერენ რაც შეცდომაა. - მნიშვნელობა არა აქვს სტილს, მნიშვნელობა აქვს ერთიანობას ეკლესიაში. მეცნიერული მხარე - საერთოდ უცნაურია ეჭვის შეტანა თუ რომელი იულიანური თუ გრიგორიანული კალენდარი არის უფრო ზუსტი. ეს უკვე არაერთხელ დათვლილი და გადამოწმებულია მეცნიერების მიერ: იულიანური კალენდარი იძლევა 1 დღის ცდომილებას ყოველ 128 წელში, მაშინ როცა გრიგორიანული - ყოველ 2500 წელში. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის იდეალური კალენდარი, გრიგორიანული კალენდარი უფრო ზუსტად აღწერს ტროპიკულ წელს, რაც არის დროის პერიოდი გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო წლის ანალოგიურ ბუნიობამდე. http://sunearth.gsfc.nasa.gov/eclipse/SEhe...dars.html#Index - საინტერესო ფაქტი: მართლმადიდებლურ სამყაროში აღდგომის თარიღის გამოთვლაში ფიგურირებს სტილი (და კიდევ სხვა პარამეტრებიც): გაზაფხულის ბუნიობად მიჩნეულია 21 მარტი ძველი სტილით, რაც ნიშნავს რომ ბუნიობა სინამდვილეში უკვე კარგა ხნის მომხდარია. გაზაფხულის ბუნიობა ემთხვეოდა 21 მარტს პირველ საუკუნეებში, მაგრამ არა ჩვენს დროში. http://www.goarch.org/en/ourfaith/articles/article7050.asp (ფინურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი საერთოდ ახალი სტილის პასქალიას იყენებენ). პირადი დამოკიდებულება პრობელმა არ არის ჩემთვის სტილი, არამედ მთავარია ერთიანობა ეკლესიაში. მაინც ძველი სტილის მომხრე ვარ იმ გააზრებით რომ ა) წმ. პეტრე-პავლეს მარხვა არ ირღვევა ძველ სტილში და ბ) დასავლური შობის ზეიმების მერე (სადაც უხვია ქეიფი, სუფრა და ღრეობა და უფალი ფაქტიურად მივიწყებულია) ჩვენ მოკრძალებით ვეგებებით უფლის შობას. სიყვარულით, ელესარი -------------------- «Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------ “ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი