![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო!
ჩემი ძმები, ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი და სხვა მართლმადიდებლები, მალე შობას იდღესასწაულებენ, ახლა ვამზადებ მისალოც ვირტუალურ და არავირტუალურ ბარათებს, არადა ჩვენ ჯერ შორს ვართ შობის დღესასწაულისაგან... მალე მოდის საერო ახალი წელიც, რომელი ყოვლადგაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგი მორწმუნე ეწინააღმდეგება და ლამის აკრძალონ კიდეც მისი შეხვედრა, კიდევ კარგი პატრიარქი ულოცავს ხალხს 1 იანვარს ... ჰოდა, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ ახალი თემა გავხსნა, ვიმსჯელოთ, რა არის კალენდარი, სტილი, პრობლემა... არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი საწინააღმდეგო აზრი გაჩნდება და რადგან ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც შეხლა-შემოხლა ბუნებრივია, რომ იქნება, უბრალოდ გთხოვთ, იქნებ აქ მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი უხეშობისა და აგრესიისაგან! გმადლობთ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
----------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჩვენ რომ მხოლოდ ბუნაიბოზე ვაკ\თებდეთ სწორებას, მაშინ ახალი წელი ბუნიაობაზე დაგვეწყო ეს რა არგუმენტია? ვიმეორებ, კალენდრის დანიშნულებაა განსაზღვროს კარგი სიზუსტით მოვლენები და დაუკავშიროს ისინი ყოფით ცხოვრებას - მათ შორის ეკლესიის ყოფით ცხოვრებას სიტუაცია ისეთია, რომ თუ მოვლენა რომელიც უნდა მოხდეს t დროს და გაქვს ორი კალენდარი, რომელთაგან ერთის გამოთვლა გაძლევს t_1-ს ხოლო მეორეთი t_2-ს,მაშინ უფრო ზუსტი იქნება ის კალენდარი რომლისთვისაც მის მიერ გამოთვლილი დრო იქნება ყველაზე ახლოს რეალურ მომენტთან t-თან. ანუ მათემატიკურად საკითხი ასე დგას: ჯერ დავთვალოთ აბსოლუტური ცდომილებების მოდული D_1 = |t -t_1|, D_2 = |t -t_2| აქედან ცხადია, რომ რომლისთვისაც D იქნება მინიმალური, ის კალენდარი არის უფრო ზუსტი. ერთი წლის განმავლობაში თითოეული ცდომილება D_1 და D_2 არის საკმაოდ პატარა, მაგრამ როდესაც კალენდრით ხელმძღვანელობ მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეს მცირე დროები იჯამება და გაძლევს უკვე შესამჩნევ ცდომილებას, კერძოდ იულიანური კალენდრით 128 წლის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში მიიღებ 1 დღიან ცდომილებას: 128*D_1 = 1დღე გრიგორიანულის გამოყენებისას იგივე დროის შემდეგ მიიღებ: 128*D_2 = D_2/D_1 = 1/20 დღე ანუ: მაშინ როცა იულიანური იძლევა 1 დღიან დაგვიანებას, გრიგორის - მხოლოდ [1 საათი და 12 წუთი]-ან დაგვიანებას. ახლა რატომ არის საჭირო რეფორმა: პასექის დღესასწაულის შესახებ კანონებში (ნიკეის) წერია, რომ უნდა ვიზეიმოთ გაზაფხულის დღეღამტოლობის ათვლის წერტილთან მიმართებაში. მაგრამ დღეღამ ტოლობა არის ასტრონომიული მოვლენა - იმ კანონში არაფერი არ წერია კალენდარზე, თუმცა ცხადია, რომ გამოთვლა უნდა ხდებოდეს კალენდრით, მაგრამ ამის მიუხედავად აქცენტი ასტრონომიულ მოვლენაზეა გაკეთებული. დღევანდელი სიტუაციით რა გამოდის? სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ იულიანური კალენდრის შემთხვევაში, ათვლის წერტილად გვაქვს ის დღე, რომელიც მთელი 13 დღით ჩამორჩება რეალურ დღეღამტოლობას. ანუ ჩვენ შეიძლება ითქვას ვერ ვასრულებთ ნიკეის კანონს, ვზეიმობთ პასექს იმ დროს, რომელიც აითვლება არა კანონში დაწერილი ასტრონომიული მოვლენის მიხედვით, არამეტ ჩვენს ილუზიაში (კალენდარში) არსებული დღეღამტოლობით - რომელიც სინამდვილეში არც არის დღეღამტოლობის მომენტი. ცდომილება ყველა კალენდარს აქვს, მაგრამ არა ისეთი აბსურდული, რომ 13 დღით გვიან დაიწყო მზადება. გრიგორმაც სწორედ ამ მოტივით შემოიღო რეფორმა, იმ დროისთვის ჩამორჩენა შეადგენდა 10 დღეს, რაც ქმნიდა ჩემს მიერ ზემოთნახსენებ შეუთავსებლობას საპასექო კანონთან. მგონი ახლა ნათელია სიტუაცია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი