![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nini egriseli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 ![]() |
მოგესალმებით ყველას..... რატომღაც მომინდა ამ თემაზე ვისაუბროთ.ალბათ ,შენიშნავდით, რომ ძალზედ მოიმატა კიმინალის რიცხვმა მოზარდებში.სკოლებში , უმაღლეს სასწავლებლებში ჩხუბმა, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვა მკვლელობები.თქვენი აზრით, რატომ იმატა ახალგაზრდებში აგრესიამ?რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? მე მომავალი იურისტი ვარ და მაინტერესებს ,რა აზრის ხართ ამის შესახებ.როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კანონი გამკაცრება(სისხლისსამართლებ
ივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 12 წლამდე) თუ პირიქით უფრო ლმობიერი პოზიციის არჩევა? -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
![]() ![]() |
T I K O |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
სამწუხაროდ, აგრესიის მატება ფსიქიკის დაზიანების მანიშნებელია.
![]() ზოგ შემთხვევაში ოჯახს მიუძღვის ბრალი: ეს შეიძლება იყოს არასწორი აღზრდის შედეგი, როცა მშობლები ზედმეტად ლოიალურები ან ზედმეტად მკაცრები არიან შვილების მიმართ, ანდა თავად აძლევენ აგრესიის და მრისხანების მაგალითებს. ეს ყველაფერი რწმენის ნაკლებობითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, ძალადობრივი გარემო მისდამი შეგუებას იწვევს და ნაკლებად ჰუმანურ თაობას ზრდის და ეს ბუნებრივია. ძალადობა ხომ ძალადობას შობს. ასე რომ, ჩემი აზრით, კანონის გამკაცრება საქმეს ვერ უშველის, მით უფრო, რომ ჩვენთან ციხე ადამიანთა გამოსასწორებლად ვერ გამოდგება(12 წლის ბავშვის გამოსწორება კი შეიძლება). სახელმწიფო, ფაქტიურად, ბავშვის ნამდვილ კრიმინალად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. მე იურისტი არ ვარ და კანონებში ვერ ვერკვევი ,მაგრამ, მგონია, სახელმწიფო დანაშაულის პრევენციაზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სასჯელის გამკაცრებაზე. ![]() ალბათ რწმენის, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის მომატებაა საჭირო საზოგადოებაში და აგრესიაც იკლებს. რავი აბა........ ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2024 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი