![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Levani555 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 ![]() |
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.
რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი: 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? 2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან? 3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ. 4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა 5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით? 6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს? 7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს? ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია. |
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? ჯვარი რომელზეც მაცხოვარი გააკრეს პირველად ადამიანთა დასჯის საშინელი იარაღი იყო და შიშს ჰგვრიდა ხალხს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ის ჩვენთვის აღარაა შიშის მომგვრელი, არამედ გამოსყიდვის სიმბოლო და ღვთის ძალა. ის ჩვენთვის სათაყვანებელია, რადგან ჯვარზე მოხდა კაცობრიობის გამოსყიდვა. ჯვარზე სიკვდილით დაითრგუნა ეშმაკი პირველი საუკუნის ქრისტიანები ჯვარს რომ სცემდნენ თაყვანს, ამისი მრავალი არქეოლოგიური საბუთი არსებობს. რომის მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც ქრისტიანები იკრიბებოდნენ და ღვთისმსახურებას ატარებდნენ, შემორჩენილია ჯვარცმის გამოსახულება წარწერით, სადაც მუხლმოყრილნი არიან ქრისტიანები. ეს და კიდევ მრავალი სხვა საბუთი მოწმობს, რომ ჯვარი ქრისტიანობის ემბლემა და ღრმა მოწიწების საგანი იყო კონსტანტინე დიდის ეპოქამდე დიდი ხნით ადრე (მეფობდა IV ს-ში). წმიდა კონსტანტინემ უბრალოდ დააკანონა მოციქულთა დროიდან დაწყებული და პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის უკვე დამკვიდრებული ჯვრის თაყვანისცემის წესი. პირველი ქრისტიანები, რომ თაყვანს სცემდნენ ჯვარს ამას მოწმობს პავლე მოციქულის სიტყვებიც. „ხოლო მე, ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ეცვა ჯვარს, და მე ქვეყნისათვის“ (გალ. 6, 14). ''სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა'' [I კორ I; 18] რადგანაც მრავალნი, რომელთათვისაც მრავალგზის გეუბნებოდით თქვენ, ხოლო აწ ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტერნი, რომელთა აღსასრული წარწყმედაა'' [ფილიპ. 3, 18-19] -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 11:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი