მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
Levani555 |
Jan 22 2008, 08:00 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 |
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.
რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი: 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? 2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან? 3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ. 4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა 5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით? 6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს? 7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს? ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია. |
Levani555 |
Jan 22 2008, 12:05 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 |
რაც შეეხება პირველ შეკითხვას, ჯვრის თაობაზე. ისევ დაბნეული ვარ.
გალ. 6:14 ყველა თარგმანში წერია ჯვარი ამ წინადადებაში მაგრამ ბერძნული სიტყვა რომელიც ორიგინალში იყო გამოყენებული თუ ინტენეტში მოპოვებული წყარო არ ტყუის არის "stauros" რაც როგორც ჩანს "აღმართულ სვეტს ნიშნავს. http://www.catholic.com/thisrock/1991/9110fea1.asp ასევე იმის ვერსიებიც არსებობს რომ ეს საწამებელი ჯოცი T ფორმისა იყო. საუბარი რომ არის ბიბლიაში "არ შეიქმნათ კერპებიო" რამდენად გალ 6:14 ში ზოგიერთ ქართულ თარგმანებში წერია "ვიქადოდე" ზოგში კი "დავიკვეხო". ინგლისურ ვერსიებში წერია "boast" ცოტათი დამაბნეველია რა იგულისხმება. კიდევ იმას დავაკვირდი რომ ვერსად ვერ მოვიძიე ახალ აღთქმაში მითითება რომ ჯვარი უნდა ვატარო ან ვადიდო ან მითუმეტეს ზედ იესოს სხეული გამოვსახო და ისე ვატარო. კონსტანტინეს რომ არ დაეკანონებინა ჯვარი როგორც ქრისტიანობის სიმბოლო ახლა ეს სიმბოლო არ იქნებოდა ქრისტიანობის სიმბოლო ხო? იესო რომ ნებისმიერი სხვა წესით მოეკლათ, მისი სიკვდილის იარაღი გახდებოდა ჩვენი რელიგიის ერტერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ თუ არა? აქვე მაინტერესებს როგორ უთანხმდება შემდეგი წინამორბედს: გამოსვლა 20: 2 - 5 3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. 4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო რადგამ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.... 1 იოანე 5:21 შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამას ყველაფერს ვაჯამებ, ვფიქრობ იმაზე რომ ჯვარი როგორც სატაყვანებელი სიმბოლო სწორედ ადამიანმა შექმნა, როდესაც იესო სულიერებაზე ამახვილებს მთელ ყურადღებას, ჯვარი ასეთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. მე მესმის რომ ტრადიციადაა ქცეული ეს ყველაფერი მაგრამ რამდენად სურს სინამდვილეში უფალს რომ მას ჯვრის და მითუმეტეს ჯვარზე იესოს სხეულით გამოსახული სიმბოლოთი ეთაყვანებოდნენ არ ვიცი. აქვე მახსენდება მოოქროვილიდ ა ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჯვრები და ვფიქრობ, ნუთუ იესოს ეს მოსწონს? ნეტა შემეძლოს ამ შეკიტხვაზე ღმერთისგან პასუხის გაცემა. და სხვა კითხვებზეც რომლებიც გამიჩნდა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი