მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
Levani555 |
Jan 22 2008, 08:00 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 |
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.
რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი: 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? 2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან? 3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ. 4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა 5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით? 6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს? 7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს? ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია. |
მარიამი |
Jan 22 2008, 12:16 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა გალ. 6:14 ყველა თარგმანში წერია ჯვარი ამ წინადადებაში მაგრამ ბერძნული სიტყვა რომელიც ორიგინალში იყო გამოყენებული თუ ინტენეტში მოპოვებული წყარო არ ტყუის არის "stauros" რაც როგორც ჩანს "აღმართულ სვეტს ნიშნავს. http://www.catholic.com/thisrock/1991/9110fea1.asp ასევე იმის ვერსიებიც არსებობს რომ ეს საწამებელი ჯოცი T ფორმისა იყო. ისტორიულად ცნობილია, რომ ძველ რომში სიკვდილით დასჯის ფორმა იყო ჯვარზე გაკვრა და არა ბოძზე მიკვრა: „უთხრა პილატემ: „წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ; იუდეველებმა მიუგეს მას: ჩვენ უფლება არა გვაქვს ვინმეს მოკვლისა. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა“ (იოან. 18, 31-32); „და მისცემენ მას წარმართთ საგინებელად, საგვემად და ჯვარზე საცმელად; და აღდგება მესამე დღეს“ (მათ. 20, 19). აქედან ჩანს, რომ ქრისტეს ჯვარცმა არ იყო იუდეველთა ხელში, არამედ მთელ ძალაუფლებას პილატე ფლობდა. ამიტომ უფალი დაისაჯა არა ებრაული, არამედ რომაული კანონებით. პილატემ „მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ“ (მათ. 27, 26); „და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს, და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი. გზაზე შემოხვდათ ერთი კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს იგი წამოეღო იესოს ჯვარი“ (მათ. 27, 31-32); „თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან“ (მათ. 27, 40). „მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. ხოლო მათ წაიყვანეს იესო“ (იოან. 9, 16); „და დაეწრა წარწერა პილატემ და დააკრა ჯვარს“ (იოან. 19, 19); „იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, იყო ბაღი“ (იოან. 19, 41). ციტატა კონსტანტინეს რომ არ დაეკანონებინა ჯვარი როგორც ქრისტიანობის სიმბოლო ახლა ეს სიმბოლო არ იქნებოდა ქრისტიანობის სიმბოლო ხო? იქნებოდა, იმიტომ რომ კონსტანტინემდე დიდი ხნით ადრე, პირველივე საუკუნეებიდან იყო ჯვარი ქრისტიანების თაყვანისცემის საგანი, რაზეც მეტყველებს პირველი საუკუნეების კატაკომბების მხატვრობა. ციტატა გამოსვლა 20: 2 - 5 3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. 4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო რადგამ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.... 1 იოანე 5:21 შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამაზეც წერია ამ ლინკზე: http://church.ge/index.php?showtopic=1038 -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი