მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა |
Levani555 |
Jan 22 2008, 08:00 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 |
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.
რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი: 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? 2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან? 3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ. 4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა 5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით? 6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს? 7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს? ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია. |
მარიამი |
Jan 22 2008, 12:25 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა აქვე მახსენდება მოოქროვილიდ ა ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჯვრები და ვფიქრობ, ნუთუ იესოს ეს მოსწონს? პრობლემა აქ ჯვარშია თუ ძვირფასეულობაში? ჯვარზე ზემოთ წერია და ძვირფასეულობას რაც შეეხება: იესოს მიწიერი ცხოვრების დროს "იერუსალიმში სოლომონის ტაძარი იდგა, უიშვიათესი საოცრება არქიტექტურისა და სიმდიდრისა მთელს მსოფლიოში. ამ ტაძრის მოსართავად უფრო მეტი ოქრო და ძვირფასეულობა დაიხარჯა, ვიდრე - მთელი ბალკანეთის ეკლესიებზე ერთად აღებული. მთელი სოლომონის ტაძარი ოქროთი იყო გაწყობილი: საკურთხეველიც და კედლებიც. ქრისტე მრავალგზის შესულა ამ ტაძარში, მაგრამ ერთხელაც არ გამოუთქვამს მსგავსი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, პურად ვაქციოთ და შევჭამოთ. მან ამ ტაძრის დაქცევა იწინასწარმეტყველა და იგი დაიქცა, მაგრამ არა მასში განთავსებული ოქროს, არამედ - ადამიანთა სულებში დასადგურებული უწმინდურების მიზეზით" (წმ. ნიკოლოზ სერბი). დავამატებდი, რომ მთელი ეს ძვირფასეულობა, ტაძრის მდიდრულად მორთვა, ოქროს ქანდაკებების დადგმა და ა.შ. უფლის პირდაპირი მითითებით მოხდა (ბიბლიაში შეგიძლია წაიკითხო ამის შესახებ). ციტატა ჩემტვის არ აქვს მნიშვნელობა იმას რაში დაიხარჯებოდა ეს სიმდიდრე, თუმცა ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ მიწიერი სიღარიბეს და ღვთის ზეციერი სამეფოს კავშირში ამ სიმდიდრეს. ჭეშმარიტი ქრისტიანი არასოდეს არაა ღარიბი. მთავარი ჩვენთვის სულიერი სიმდიდრეა და მე ოქროდა ვერცხლს სულაც არ ვაიგივებ სამოთხესთან. ჩემთვის ოქროდა ვერცხლი სიმდიდრის და სიხარბის სიმბოლოა და სხვა არაფერი. და თუ ასეა, როცა უფალი პირველ ტაძარს აშენებინებდა ისრაელ ერს, რატომ ამკობინებდა ძვირფასეულობით? ნუთუ იმიტომ, რომ მათში სიხარბის ვნება გაეჩინა? ან ღმერთს თვითონ რამეში სჭირდებოდა ეს სიმდიდრე? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 09:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი