IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მნიშვნელოვანი კითხვები, პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა
Levani555
პოსტი Jan 22 2008, 08:00 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 22-January 08
წევრი № 3,706



რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.


რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი:

1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია?

2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან?

3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ.

4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა

5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით?

6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს?

7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს?

ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Jan 22 2008, 01:31 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



De Praescriptione haereticorum

''ერეტიკოსთა პრესკრიპცია [წინააღმდეგ] ''

1-2. თავად ერესის არსებობა მოწმობს ჭეშმარიტ რწმენაზე.

დღევანდელ დღეს არსებული გარემოებანი გვაიძულებენ, რომ შექმნილი მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდეს:
- ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ასე მომრავლებული ერესის ოდენობა;
არც იმის, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს;
რამეთუ ამის შესახებ უკვე გვეუწყა (მათე 7:15; 24:4; 11; 24; I ტიმ. 4:1-3)
და არც ის, რომ ისინი წყალს უყენებენ რომელიმე ჩვენთაგანის რწმენას (ისინი სწორედ ამისათვის არსებობენ - გამოცდაში იწრთობა რწმენა).

ბევრში შეშფოთება იბადება და უკვირს ის, რომ ერეს ასეთი ძალა გააჩნია;
არადა სინამდვილეში მათ უფრო უნდა გაუკვირდეთ ის, რომ ერესი საერთოდ არ არსებობდეს!
როდესაც რაიმე განწესებულია გარდაუვალი ყოფისათვის (ანუ არსებობს ამის მიზეზი), მას არ შეუძლია რომ არ იარსებოს, რამეთუ დამოკიდებულია ძალაზე რომლის გამოც ის არსებობს.

ხომ არ გვიკვირს მაგალითად ციებ/ცხელების არსებობის ფაქტი, რომელიც ერთ-ერთია ამ ქვეყანაზე არსებული უამარავი სასიკვდილო და სატანჯველი ავადმყოფობებიდან?! (ის მაინც არსებობს)
ასევე არც ის გვიკვირს, რომ ხალხს კლავს - რადგან სწორედ ამისთვის არსებობს.

ამიტომ, თუ ჩვენ გვაოცებს, რომ ჭეშმარიტული რწმენის დასასუსტებლად მოვლინებული ერესი ასეთია, მაშინ პირველ რიგში უნდა გაგვაოცოს საერთოდ მისი არსებობის ფაქტმა:
- რადგან არსებობს, გააჩნია ძალა, ხოლო რადგან გააჩნია, ამიტომაც არსებობს.

თუმცა ციებ/ცხელება როგორც სიბოროტე, თავისი დანიშნულებითა და ჩვენზე მოქმედებით, რა თქმა უნდა უფრო გვეზიზღება ვიდრე გვაოცებს; რაც ძალა გვაქვს ვერიდებით და ამ დროს უნარი არ შეგვწევს მისი საერთოდ განადგურების.
...
ზოგჯერ მართლაც გასაკვირია, რომ ბოროტებას მსგავსი ძალა გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ: ერესი ძლიერია მისთვის, ვისი რწმენაც სუსტია.
გლადიატორთა ბრძოლაში გამარჯვებული, ხშირად იმარჯვებს არა იმიტომ რომ მამაცი და დაუმარცხებელია, არამედ იმიტომ რომ დამარცხებული სუსტი იყო. შემდეგ იგივე გამარჯვებული უკვე დგება ძლიერის პირისპირ და მარცხდება.
იგივე ითქმის ერესზეც: ის ძლიერია ვიღაცის სისუსტის გამო, მაგრამ უსუსურია თუ ხვდება ძლიერ რწმენას.

3-6. ერესი საზრდოობს სუსტი რწმენით: ჭეშმარიტი რწმენა მასთან წინააღმდეგობაში მოწმდენა.

... არ მესმის ასევე, რა არის გასაკვირი იმაში, თუ ადრე ვიღაცა ითვლებოდა სანდოდ, შემდეგ კი გამოდგა სუსტი, რის გამოც გაგვშორდა?
გაიხსენეთ საული, კეთილი და ღვთისმოშიშე - შურში ამოხდა სული (1მეფ. 18);
გაიხსენეთ დავითი, ვინც თავად უფალმა ცხო მეფედ ისრაელზე, განა მკვლელობასა და გარყვნილობაში არ იქნა დადანაშაულებული? (2მეფ. 11);
სოლომონი, განა თავად უფალმა არ დააჯილდოვა იგი სიბრძნით, რის შემდეგადაც ქალებისა და კერპებისაკენ გაიწია? (3მეფ. 11:4);

მხოლოდ და მხოლოდ ძე ღვთისას ებოძა ყოფნა ცოდვის გარეშე (ებრ. 4: 14-15).

ასე რომ, თუ ეპისკოპოსი, დიაკვანი, ქვრივი, მოძღვარი ან თუნდაც წამებული განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას - ნუთუ ეს გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ერესში არსებობს ჭეშმარიტება?
არავინაა ბრძენი, არავინაა ერთგული, არავინაა დიდებული, თუ იგი არაა ქრისტიანი: ქრისტიანი კი მხოლოდ ისაა, ვინც ბოლომდე დაითმენს (მათე 10:22)

შენ, - რადგანაც შენ ადამიანი ხარ - ყველაფერს იცნობ გარეგნულად;
შენ ფიქრობ, როგორც ხედავ, და ხედავ მხოლოდ იმას რაც შენს თვალს წინაა, მაგრამ უფლის თვალნი, როგორც ნათქვამია, დიდგანმზრახველი და მრავალმოქმედია (იერემია. 32:19). ადამიანი უყურებს სახეს, უფალი კი გულს (1 მეფ. 16:7)
...
გაიხსენე! განა არ განეცალნენ მოსწავლეები თავად მაცხოვარსაც კი, როდესაც ცდუნებამ იმარჯვა მათზე? (იოანე 6:66)
ამ დროს განა სხვებმა იფიქრეს, რომ ამის გულისათვის თავადაც უნდა განსდგომოდნენ (?): პირიქით, იმათ ვინც იცოდნენ, რომ ისაა სიცოცხლის სიტყვა, თავად ჭეშმარიტება და უფლის გზავნილი, ბოლომდე მის გვერდით იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გაცლა შესთავაზა, თუ ეს ვინმეს სურდა (იოანე1:1; 6:67-68; 16:30)

სრულებითაც არაა მნიშვნელოვანი თუ მაცხოვარი მოციქულებმა დატოვეს; ვიღაც ფიგელოსმა, ჰერმოგენესმა, ფილეტოსმა, ჰიმენევსმა და ალექსანდრემ (IIტიმ. 1:15; 2:17; Iტიმ. 1:20)
განა თავად ქრისტეს გამცემი არ იყო მოციქული?
ჩვენ გვიკვირს, როდესაც ვიღაცა მის ეკლესიას ტოვებს, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვითმენთ იესო ქრისტეს მსგავსად, მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ქრისტანები ვართ. ისინი ჩვენგან გავიდნენ - ამბობს მოციქული - თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთავე დარჩებოდნენ (I იოანე 2:19)
...
უფალი გვასწავლიდა, რომ ბევრი მტაცებელი მგელი მოვა ცხვრის სამოსით გამოწყობული (მათე 7:15)
რას წარმოადგენს ეს ცხვრის სამოსი, თუ არა ქრისტიანის სახელის გარეგანი სახე?
რა არის მტაცებელი მგელი, თუ არა ქრისტეს ფარის დატაცების შინაგანი მზაკვრული გრძნობა და ფიქრები?
რაშია ცრურწმენის არსი, თუ არა სიცრუის მქადაგებლებში?
რაშია ცრუ მოციქულთა არსი, თუ არა ყალბი ღვთის სიტყვის მაუწყებლებში?
რაშია ანტიქრისტეს არსი - აწ და მარადის - თუ არა ქრისტეს წინააღმდეგ აჯანყებულნში?
...

15-19. ერეტიკები არ უნდა ეყრდნობოდნენ წმინდა წერილს; ის მათ არ ეკუთვნით და მათ მხოლოდ მისი დამახინჯება ძალუძთ. მათ წმინდა წერილზე მსჯელობის უფლება, ნამდვილად არა აქვთ.
...ისინი მიმართავენ წმინდა წერილს და ამ გამბედაობით ბევრს გული უდრკება.
როგორც კი საქმე კამათამდე მიდის: მტკიცეებს აღონებენ საკუთარი ყბედობით, სუსტებს იტყუებენ, ხოლო ვინც შუაშია, მას კი ეჭვებში ტოვებენ.
ჩვენ მოვაკლებთ მათ ასეთი სარფიან ყოფას, თუ არ დავუშვებთ მათი მოსაზრებების მოსმენას წმინდა წერილის შესახებ.
ამიტომ უნდა შევხედოთ, ვის ეკუთვნის წმინდა წერილი, რომ არ მივუშვათ მასთან ის, ვისაც არც ეკუთვნის და არც იმსახურებს ამას.

ზოგიერთს მოეჩვენება თითქოს, საკითხისადმი ასეთი მიდგომით მსურს თავი ავარიდო კამათს, რადგან გარკვეული უნდობლობით ვუყურებ საკუთარ შესაძლებლობებს.
ეს შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, რომ არა ის მტკიცე მიზეზები რომლებიც გამაჩნია მე - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რწმენა ემორჩილება მოციქულს, რომელიც გვიშლის ამპარტავნებთან ძიების მცდელობას და ყურადღების მიქცევას ყოველგავარ ახალ/სხვაგვარ სწავლებისადმი (I ტიმ. 6:3-5) რადგან მათ მხოლოდ და მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი ჭირთ, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი. ერეტიკოს შეგონების შემდეგ უნდა გავერიდოთ და არა კამათის შემდეგ (ტიტე 3:10)
...
მოციქულმა დაგვიშალა კამათი და მიგვითითა შეგონებაზე, როგორც ერეტიკოსთან ურთიერთობის ერთადერთ და აერთჯერად საშუალებაზე; რადგან ერეტიკოსი ქრისტიანი არაა, და ის არ იმსახურებს იმას, რომ ისე მოვექცეთ როგორც ქრისტიან ძმას ანუ ყველანაირად ვეცადოთ, რომ აცდენილ გზიდას ჩამოვაშოროთ (მათე 18:15-16).

როგორ შეიძლება ეკამათო მწვალებელს წმინდა წერილზე, როდესაც ის არ ცნობს ზოგიერთ საღვთო წერილს (?);
ხოლო რომელსაც ცნობს მასაც არასრულად, ამახინჯებს საკუთარი ჩანაფიქრის სასარგებლოდ, ან ამატებს რაღაცას ან კი საერთოდ ტოვებს მისთვის უსარგებლოს;
ხოლო თუ რაღაცას მთლიანობაში ინარჩუნებს, ისიც ასევე დამახინჯებულია, რადგან მომარაგებულია სხვადასხვა განსხვავებული და ახალი სწავლით.

ასე რომ, არაა საჭირო წმინდა წერილის მოხმობა; არაა საჭირო პაექრობა იქ, სადაც გამარჯვება არ არის... და არც გვჭირდება მსგავსი რამ.
...
ვის ეკუთვნის წმინდა წერილი?
ვისით, ვისი დახმარებით, როდის და ვის გადაეცა სწავლება, რომელიც ადამიანს ქრისტიანად ხდის?
...
20-22. ჭეშმარიტება ეკუთვნის ქრისტეს, შემდეგ კი - მოციქულთა გადმოცემას

...

26-29. ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე''

...

(სრული ტექსტი დასაწყისში დადებულ ბმულზე)


წერილის დაწერის მიზეზს წარმოადგენს: II საუკუნის ბოლოს ქრისტიანული სარწმუნოების ირგვლივ შექმნილი ვითარება - მომრავლებული ერესი; ხაზს ვუსვამ _ II საუკუნის, ჯერ კიდევ რა დროში... biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Levani555   მნიშვნელოვანი კითხვები   Jan 22 2008, 08:00 AM
ალექსანდრე   ჯვარი რომელზეც მა...   Jan 22 2008, 09:50 AM
მარიამი   http://church.ge/index.php?showtopic=1038 ...   Jan 22 2008, 11:36 AM
Levani555   რაც შეეხება პირველ...   Jan 22 2008, 12:05 PM
მარიამი   ისტორიულად ცნობილ...   Jan 22 2008, 12:16 PM
Levani555   ალექსანდრე და მარი...   Jan 22 2008, 12:19 PM
kisssky   მარიამ, გულახდილა...   Nov 3 2009, 01:20 AM
მხევალი ნინო   სერგი, ბანს მიიღებ, ...   Jan 22 2008, 12:22 PM
მარიამი   პრობლემა აქ ჯვარშ...   Jan 22 2008, 12:25 PM
ალექსანდრე   Levani555 დავამატებ მარ...   Jan 22 2008, 12:28 PM
ალექსანდრე   Levani555 აქ ერთ რამეზე უ...   Jan 22 2008, 12:46 PM
კანონისტი   ცნობილია, რომ როდე...   Jan 22 2008, 12:48 PM
Levani555   არ ვიცი რატომ, მაგ...   Jan 22 2008, 01:27 PM
კანუდოსელი   შენ პირადად ხარ მო...   Jan 22 2008, 01:41 PM
მნათე   [size=3][color=#000099]De Praescriptione haeretico...   Jan 22 2008, 01:31 PM
ალექსანდრე   Levani555 აბა ერთი მოგვა...   Jan 22 2008, 01:33 PM
Levani555   მნათე გრძელი სიტყვ...   Jan 22 2008, 01:44 PM
კანუდოსელი   მნათე გრძელი სიტყ...   Jan 22 2008, 01:44 PM
rien   პირველად როცა გავ...   Jan 23 2008, 08:48 PM
Levani555   კანუდოსელი, ვერ და...   Jan 22 2008, 01:47 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი, ვერ და...   Jan 22 2008, 01:49 PM
ალექსანდრე   Levani555 ძაან პირდაპირ ...   Jan 22 2008, 01:51 PM
კანონისტი   Levani555 შეგიძლია ნახო ...   Jan 22 2008, 01:52 PM
Levani555   ძველი აღთქმით ღმერ...   Jan 22 2008, 02:01 PM
ალექსანდრე   Levani555 ლოყა არ ვიცი მე,...   Jan 22 2008, 02:03 PM
კანონისტი   Levani555 მეტი რა ვქნა აბ...   Jan 22 2008, 02:07 PM
Levani555   Levani555 მეტი რა ვქნა ა...   Jan 22 2008, 02:09 PM
კანონისტი   Levani555 ცხადია, არა. რა...   Jan 22 2008, 02:10 PM
Levani555   Levani555 ცხადია, არა. რა...   Jan 22 2008, 02:11 PM
კანუდოსელი   სხვაგან მიგყავთ სა...   Jan 22 2008, 02:12 PM
კანონისტი   Levani555 შენ რომ დარწმუ...   Jan 22 2008, 02:13 PM
Levani555   Levani555 შენ რომ დარწმუ...   Jan 22 2008, 02:14 PM
მნათე   აბსოლუტურად :)   Jan 22 2008, 02:13 PM
კანუდოსელი   პ.ს. მრავალი მართლმ...   Jan 22 2008, 02:14 PM
Levani555   ასანტს ვიყიდი და მ...   Jan 22 2008, 02:15 PM
კანუდოსელი   მიეცით ამ კაცს ასა...   Jan 22 2008, 03:13 PM
მხევალი ნინო   Levani555 სახლში გყავს ...   Jan 22 2008, 03:16 PM
მარიამი   აუცილებლად გეტყვი...   Jan 22 2008, 03:26 PM
Levani555   http://www.megaupload.com/?d=FYQSJ70T აი ვ...   Jan 22 2008, 05:07 PM
ალექსანდრე   http://www.megaupload.com/?d=FYQSJ70T აი ვ...   Jan 22 2008, 11:43 PM
მარიამი   საეკლესიო სანთელი ...   Jan 22 2008, 09:37 PM
DEMIURG   Levani555 აღდგომის ცეცხ...   Jan 23 2008, 12:03 AM
Levani555   მარიამ მადლობა ინფ...   Jan 23 2008, 05:46 AM
მხევალი ნინო   Levani555 სასწაულის ძირ...   Jan 23 2008, 12:32 PM
afxazi   Levani555 ერთ ფრთიან გამ...   Jan 23 2008, 12:36 PM
DEMIURG   Levani555 მეც ეგ ვთქვი რ...   Jan 23 2008, 12:38 PM
Levani555   Levani555 მეც ეგ ვთქვი რო...   Jan 23 2008, 07:21 PM
შოთაძე   Levani555 დაზუსტებით ვერ...   Jan 23 2008, 09:17 PM
Levani555   სასწაულის განა არ ...   Jan 23 2008, 11:37 PM
შოთაძე   Levani555 და შენ თუ ეგრე ...   Jan 24 2008, 12:14 AM
შოთაძე   levani55 კარგი იქნება ა...   Jan 24 2008, 08:59 AM
DEMIURG   Levani555 როგორც ვხედავ...   Jan 24 2008, 01:08 AM
Levani555   შოთაძე, არამგონია ...   Jan 24 2008, 07:18 AM
DEMIURG   Levani555 ეს არის შინაგ...   Jan 24 2008, 03:11 PM
Levani555   შოთაძე ჩემს აზრს ...   Jan 24 2008, 08:00 PM
DEMIURG   Levani555 აბა რებს წერ ეხ...   Jan 24 2008, 09:43 PM
llaasshhaa   Levani555 რაღაც უაზრობაზ...   Jan 24 2008, 10:44 PM
Levani555   დემიურგ: "არ მომწ...   Jan 24 2008, 10:53 PM
DEMIURG   Levani555 წმინდანების, ხ...   Jan 24 2008, 11:00 PM
Levani555   ალბათ შენს ადგილზე...   Jan 24 2008, 11:37 PM
solomony   Levani555 ზოგადად შენს კ...   Jan 25 2008, 12:28 AM
Levani555   solomony სულ დავიბენი. ა...   Jan 25 2008, 01:58 AM
solomony   აქ საუბარია წმინდა...   Jan 25 2008, 02:11 AM
levan gelovani   ლევან, რამდენჯერ გ...   Jan 29 2008, 06:49 PM
სოფიო1977   ერთი კითხვა მაქვს ...   Dec 17 2009, 01:07 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 02:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი