პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2008, 04:25 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს საამაყო წინაპრები
თენგიზ ლორთქიფანიძე გვყავდა დიდი წინაპრები, ამითა ვართ ბედნიერი, მათ შესწირეს თავი მამულს, მტრისგან იხსნეს ჩვენი ერი. საქართველოს მტრების რისხვა მეფე იყო ვით კლდე, სალი, თბილისის დამაარსებელს ჰქვია ვახტანგ ... ერთად შეკრა საქართველო, იყო დიდი მშენებელი, გელათშია დაკრძალული დავით ... ქრისტეს რწმენით, მტკიცე ხელით მტერი შიშით დააფეთე, საქართველო განამტკიცე, ერი გლოცავს თამარ ... მტერს თვით ეახლა, თავი მოჰკვეთეს, მეფე გმირობით არის ქებული, განსაცდელისგან სამშობლოს მხსნელი არის დემეტრე ... ქრისტეს ერთგულებისთვის შაჰს ჰყავს გაწამებული, გმირ დედოფალს უწოდეს ქეთევან ... მტრის ჯარზე გამარჯვებები ბრწყინვალედ გაიმეორე, პატარა კახად ცნობილო მეფევ ერეკლე ... შვილი სამშობლოს შესწირე, გზას გვინათებს სარდლის სახე, ვინც მტერს შიშის ზარსა სცემდა გიორგია ... ბახტრიონს მტერი დალეწა, კახეთი აღსდგა დაშლილი, ქართველებს წინ ვინ უძღოდა? - ბიძინა ... დასასჯელი ქართველების გვერდით დაწვა დარდიანი, ვინც დაიხსნა მოძმეები, იყო ცოტნე ... მტერი ტყე-ღრეში ატარა, არის სამშობლოს მხსნელი, მტერმა აწამა საშინლად გმირი თევდორე ... მტერს შეაკლა ყველამ თავი, არ დასტოვეს ბრძოლის ველი, ეს სამასი გმირი იყო, სამასივე ... მეფე ერეკლეს ლაშქარში იბრძოდა ხმლით მტრის მკვეთელი, ქალი ვაჟკაცის სამოსში იყო მაია ... ღარიბი კაცის დამჩაგვრელს ანანა ქვეყნად გაჩენა, სიმართლისათვის იბრძოდა ოძელაშვილი ... საქართველოს როცა მტერი თავს ესხმოდა ფლიდი, ავი, მტერს გმირულად ვინ ებრძოდა ქსნის ელიზბარ ... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი