პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2008, 04:40 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Lenus
რაკი ასე გიყვარს ლადო.. (ჩემი ქვეყნის ოქროყანავ...) ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო, სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო, ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო, მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო, ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო, ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო, ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო, შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?! ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო, თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო, მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო, ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო, ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო, ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო, ნისლის ნამში განბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო, მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო, საქართველოს სიხარულო - ცხენისწყალო და ენგურო, და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგულო; მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო, მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო, მოსავალო, ჭირნახულო, დილის ცვარით დანამულო და ბულბულო ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო, თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მოფრენილო, ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო, კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო, მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო, შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო, მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო! ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო, ამდენი ხნის დანაპირო - გოგონავ შავთვალიანო, აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო, მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო, ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ, იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინც დაგთესა, მოგიყვანა! ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო, გამრჯელისთვის გატენილო, უქნარასთვის ცარიელო, ხეო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო, სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო, მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო, ნაცრისფერო ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო, ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო, ახოვანო ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო, კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო, — თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური, თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული, მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელო! 1936 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი