ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
A L U B A L A |
Nov 29 2006, 06:17 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
ნარკომანია რომ დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა ყველამ ვიცით.ეს დაავადება ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი,არადა ნარკომანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება.საბედნიეროდ, უკვე დაიწყო ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა,რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა
თქვენ რას ფიქრობთ ნარკომანიაზე,ნარკომანებზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი ადამიანებთან |
Georg |
Dec 4 2006, 12:26 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ნარკოტიკებისათვის თავის დანებება ე.წ. "ლომკის" გარეშე შესაძლებელია!!!
მკვლევართა ჯგუფმა Xia Zhang-ის მეთაურობით, გაშიფრა ნარკოტიკული დამოკიდებულების სასიგნალო მექანიზმი და შექმნა მეთოდი მისი(ნარკოტიკული დამოკიდებულების) ბლოკირებისა. ეს მეთოდი არის პოტენციური სტრატეგია, ყველა სახის დამოკიდებულების სამკურნალოდ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბუნებრივი ფერმენტი PTEN-ი, რომელიც აქტივობას ავლენს თავის ტვინის იმ არეში სადაც ხდება ფორმირება დამოკიდებულებისა ყველა ცნობილ ნარკოტიკზე - ე.წ. ვენტრო-ტეგმენტალური არე შუამდებარე ტვინისა (VTA). ტვინის ამ არის უჯრედები მგრძნობიარენი არიან სეროტონინის - ჰორმონის მიმართ, რომელიც(ჰორმონი) ასოცირებულია სწავლებასთან, ძილთან და ხასიათთან. აღმოჩნდა, რომ დამოკიდებულების მექანიზმი დაფუძნებულია ფერმენტ PTEN-ის ზემოქმედებაზე სეროტონინის რეცეპტორებზე. მეცნიერებმა სინთეზის გზით მიიღეს ცილა, რომელიც მოქმედებს სეროტონინის რეცპტორებზე და ამ გზით ბლოკირებას უკეთებს PTEN-ის ფუნქციონირებას, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, რომელთაც PTEN-ის ბლოკატორს აძლევდნენ, საცდელ ცხოველებში არ ყალიბდებოდა დამოკიდებულების და შეწყვეტის სინდრომი. დადებითი შედეგები იქნა მიღებული ნიკოტინისა და ტეტრაჰიდროკანაბიოლის(მარიჰუ ნის აქტიური ინგრედიენტი) შემთხვევებში; გამიკვლევათა ავტორები თვლიან, რომ მათ მიერ მიღებული ცილა იქნება ეფექტური სხვა ნარკოტიკების და პირველ რიგში კოკაინის, ჰეროინის და ამფეტამინების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თერაპევტული ცილა სინთეზირებულია, მისი სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვა მოხდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება კლინიკური გამოცდები, რასაც რამოდენიმე წელი ჭირდება. წყარო: Shao-Ping Ji et al.; "Disruption of PTEN coupling with 5-HT2C receptors suppresses behavioral responses induced by drugs of abuse" - in these Journals British Journal of Pharmacology (5564) The EMBO Journal (5439) Nature Medicine (4604) Kidney International (4591) Nature Biotechnology (2846) British Journal of Cancer (2768) -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი