პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 22 2008, 09:08 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
ციტატა ულამაზესი ლექსია, იოანა. ვისი დაწერილია? შოთა ნიშნიანიძეა, მარინე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 22 2008, 09:14 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine შოთა ნიშნიანიძეა, მარინე უი, ნიშნიანიძის ეგ ლექსი არ მქონდა წაკითხული -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
იოანა |
Jan 22 2008, 10:26 PM
პოსტი
#4
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
უი, ნიშნიანიძის ეგ ლექსი არ მქონდა წაკითხული ჩემი საყვარელი ლექსია -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
marine |
Jan 22 2008, 10:33 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემი საყვარელი ლექსია მეც ძალიან მომეწონა შოთა ნიშნიანიძე კლასიკოსია და რა სამწუხაროა, რომ ახალი თაობა ნაკლებად იცნობს მის საოცარ პოეზიას. კიდევ მიხელი ქვლივიძის პოეზია მიყვარს ძალიან (იყო არაბეთს...) მიხეილ ქვლივიძე „იყო არაბეთს“... არაბეთს არა ყოფილა არავინ! საქართველოში იმხანად ხელმწიფედ გვყავდა თამარი, მგოსანიც გვყავდა — პირველი წარჩინებულთა სიაში, მაგრამ ეს კაცი რატომღაც ცხოვრობდა... პალესტინაში! „იყო არაბეთს“... ო, ღმერთო! რისთვის დასჭირდა ქარაგმა? ვეფხვივით აულაგმავი, ნეტავ რა ძალამ ალაგმა და საქართველოს მაგიერ (ისეთი რა შეეფეთა?) რამ ათქმევინა ქართველ კაცს: „ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?! რამ წაიყვანა უცხოეთს? ვინ აუბნია გზა-კვალი? ისეთი მტერი ვინ ჰყავდა ულმობელი და მზაკვარი, რომ კაცი, ცამდე მართალი ღვთისა და ერის წინაშე, გადააგდეს და დაკარგეს შორეულ პალესტინაში?! „იყო არაბეთს“... არაბეთს არა ყოფილა არავინ: საქართველოში იმხანად მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი