![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო. თამბაქოს წევა გატაცებაა თუ მიჩვევა? უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ |
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
ნიკოტინის "გამოძევება" შესაძლებელია!
ვარენიკლინი - ესაა პირველი, არანიკოტინიანი პრეპარატი რომელიც შეიქმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს თამბაქოსათვის თავის დანებება! მკვლევართა აზრით, ვარენიკლინის ურთიერთქმედება ნიკოტინთან, განაპირობებს მის(ვარენიკლინის) დაკავშირებას, ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთ იონურ არხებთან - ნიკოტინის ნეირონულ, აცეტილქოლინურ რეცეპტორებთან (ННАР), ასეთი არხები დაკავშირებულნი არიან აცეტილქოლინის სასიგნალო მოლეკულასთან. ННАР, განლაგებულნი არიან თავის ტვინის იმ ზონაში, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის ნეტარებაზე და აკონტროლებენ დოპამინის - ნეიროგადამცემის გამომუშავებას, რაც პასუხს აგებს ადამიანის ჩვევათა გამომუშავებაზე. ნიკოტინი უკავშირდება ამ რეცეპტორებს(ННАР) და განაპირობებს დოპამინის გამოყოფას. დოპამინის ყოველი შემდგომი პორციის გამომუშავებაზე შეჩვევის(ყოველი მომდევნო სიგარეტის მოწევის გამო) წყალობით, თამბაქოს მოწევისადმი თავის დანებება, სულ უფრო რთული ხდება დროთა განმავლობაში. მკვლევართა მიზანი იყო, დოპამინის გამომუშავებათა(მოწესისას და თავის დანებებისას) შორის სხვაობის შემცირება. კომპანია Pfizer-ის თანამშრომლებმა Jotham W. Coe, Eric P. Arnold, Paige R. Brooks, Michael G. Vetelino и Brian T. O'Neill-მა სცადეს ისეთი მოლეკულის სინთეზი, რომელიც ნაწილობრივ გაააქტივებდა ННАР-ის განსაკუთრებულ კლასს, რომელსაც α4β2-ს უწოდებენ. ასეთი მოლეკულა დაიცავდა ადამიანს გადაჩვევის სიმპტომებისაგან(რაც ზოგჯერ აუტანელია), დოპამინის გამომუშავების მუდმივი დონის შენარჩუნებით ორგანიზმში, და ამავე დროს, ასეთი მოლეკულა ნიკოტინს ННАР-სთან დაკავშირების საშუალებას არ მისცემდა - რის გამოც მწეველი სიამოვნებას, ამ მავნე ჩვევით, ვეღარ მიიღებს. ერთი სიტყვით, ვარენიკლინი ანულირებას უკეთებს ნიკოტინის მოქმედებას, ამ მავნე ალკალოიდის ННАР-სთან კავშირის ბლოკირებით. როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა 12 კვირაში პაციენტთა ნახევარმა, რომელნიც ვარენიკლინს დღეში ორჯერ იღებდნენ, თავი დაანებეს თამბაქოს წევას, მაშინ როცა ანალოგიურმა მონაცემმა შეადგინა 12%, ვარენიკლინის პლაცებოს(სატყუარა სადაც აქტიური ნივთიერება არაა) მიღებისას. ვარენიკლინის წარმატება ორჯერ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე პრეპარატ Zyban-ისა. წყარო: C&EN News -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი