![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მე წინაღმდეგობა არ მქონია მშობლებისგან ალბათ იმიტომ რო ჩემი ეკლესიური ცხოვრებით ჩემი მშობლები არ შეწუხებულან და არც თუ ისე თვალშისაცემი გამხდარა მათვის , უბრალოდ მარხვის დაწყება ერთ დროს დედაჩემის უკმაყოფილებას იწვევდა ერთადერთი მოტივით რო უწევდა ცალკე ზრუნვა სამარხვო კერძებზე და ბოლო დრო ამ პრობლემებას ჩემითაც მშვენივრად უმკლავდები .
გულგრილობას ჩემ მშობლებს ვერ დავწამებდია , ხშირად უჩდებათ ხოლმე სურვილი ეკლესიაში სიარულის მარხვის დაცვის მაგრამ ეს სურვილები იმდენად უსუსრია და იმდენად მოუმზადებლები არიან რო უფრო ხშირად თვითონ ავიწყდებათ რო აპირებდნენ ან ფიქრობდნენ მარხვის დაწყებას , გულმავიწყობის ფონაზე კი მარხვა იწყება და მთავრდება ისე რო სულაც არ ახსენდებათ ერთ დღეს ნათქვამი პირობა ... ![]() რაც შეეხება შვილების მიერი ოჯახის წევრების დათრგუნვის ფაქტებს მსგავსი პრეცენდენტები ჩემ ოჯახშიც იყო და ძალიან ცუდი შედეგებით დამთავრდა მაგალითად ახალი წლის დადგომამდე ჩემი დის კატეგორიული მოთხოვნით დედას წესით საახალწლო სუფრაზე ხორცი არ უნდა დაედოო მაშინ როცა სუფრის მიღმაც მშვენივრად აგემოვნებდნენ ხორცს და ათას არასამარხო შიგთავსის საკვებს ![]() მოკლედ სიფრთხილეს მოუხმოთ ყველამ და როგორც ერთ წერილში მამა ანდრეამ მომწერა მშობლები აფრიკა ნუ გვგონია სადაც უნდა ვიმისიონეროდ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი