პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მნათე |
Aug 24 2006, 10:30 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხალხური
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. გრიგოლ რობაქიძე წმინდა ნინო ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით: დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული, ჩვენ, დანებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან, გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია – ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ღვთიური ტკივილი და არა წამება იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები. არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების, არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი! ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის – ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით. ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე! შენ გეალერდება დედული ვენახი ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი? ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს, ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი. ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ! ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით. დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი