IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის, იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი
Georg
პოსტი Sep 16 2006, 11:05 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
iako
პოსტი Dec 3 2006, 04:37 PM
პოსტი #2


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Dec 4 2006, 07:59 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(iako @ Dec 3 2006, 04:37 PM) *

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


iako! მოგესალმები! მგონია, ყველა ადამიანი თავისუფლებას თავად ანიჭებს თავს, საკუთარი ზნეობის შესაბამისი რაოდენობით, რწმენის ხარისხიც და რაოდენობაც, უფლისგან ნაჩუქარი ზნეობის ადექვატურია, ისე რომ თუ ვინმეს უნდა, რომ საკუთარი შვილი, ეთნოიდენტობის გარემოში აღზარდოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ(ან, თვით საქართველოში), არა მგონია ეს გადაულახავი წინააღმდეგობა იყოს; ყოველთვის ვარჩევ ხოლმე კონკრეტულ საუბარს, ზოგად მტკიცებულებებს, მაგალითად: გერმანიაში მცხოვრებ ქართველთათვის საინტერესო მგონია წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრების რამოდენიმე ეპიზოდის შეხსენება ან მოყოლა(ვისაც არ სმენია ამ წმიდა მამაზე): 1922 წელი - გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და იქ 1925 წლამდე სწავლობდა, იმავე 1925 წლიდან გრიგოლმა სწავლა ბონის უნივერსიტეტში განაგრძო, 1926 წლის თებერვლის ბოლოს გრიგოლ ფერაძემ ბონში წარადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე". ამ ნაშრომოსათვის მას 1927 წლის 17 დეკემბერს ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

წმიდამღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს მრავალი ნაშრომი აქვს რამდენიმე ენაზე დაწერილი, მათ შორის გერმანულ ენაზე.
ქართველ ემიგრანტთათვის(და განსაკუთრებით ყრმათათვის) კი ყველაზე საინტერესოდ(ეთნოიდენტობის აღქმის საწყისი ეტაპისთვის) მიმაჩნია წმიდა გრიგოლის გამოკვლევათა ციკლი, რომელსაც ზოგადად, მისი ერთ-ერთი სტატიის სათაური ("შოთა რუსთაველის რელიგია") შეიძლება წარვუმძღვაროთ . ეს მასალები გამოქვეყნებულია ჟურნალ არტანუჯის 2003 წლის, სპეციალურად წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისადმი მიძღვნილ ნომერში.
ზოგადად, სურვილის შემთხვევაში, წმიდა გრიგოლ ფერაძის გერმანულ ენაზე შესრულებული ნაშრომებიც შეიძლება მოიძიოს, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა, თუნდაც საკუთარი ან მისივე პატარების სულის სიჯანსაღისა და ეთნოიდენტობის შენარჩუნებისათვის!

უფალს ებარებოდეს საქართველო და შვილნი მისნი შინ და გარეთ!

P.S. iako! არტანუჯის დეფინიციაზეც მინდა მოგწერო და "დაგანებებ თავს" biggrin.gif
არტანუჯი - სამხრეთ საქართველოშია, ერთ დროს დიდი სატახტო ქალაქი იყო. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მისი სახელწოდება კოლხურ(ლაზურ) მოსახლეობაზე მიგვითითებს. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: არტაანიშ და ყუჯი. არტაანი სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონს ერქვა, ყუჯი კი "ყურ" სიტყვის კოლხური ფორმაა. ამრიგად , არტანუჯი ნიშნავს "არტაანის ყურეს"!

უფალს ებარებოდე!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Georg   უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის   Sep 16 2006, 11:05 PM
Andria   საქართველოს ფარგლ...   Oct 2 2006, 07:25 AM
salome   საქართველოს ფარგლ...   Oct 4 2006, 12:41 AM
Georg   გეთანხმები! საქ...   Oct 2 2006, 12:35 PM
Andria   მართალია... ერთს და...   Oct 3 2006, 11:00 PM
Andria   ეს იმის ბრალია, რომ ...   Oct 7 2006, 04:32 AM
BO-BO   საქართველოს ფარგლ...   Nov 15 2006, 11:26 PM
ანნა   საქართველოს ფარგლ...   Nov 19 2006, 03:57 AM
marine   http://www.televeziri.org.ge/ ამ საიტ...   Dec 1 2006, 01:49 PM
iako   უმეტესობა აქ მცხოვ...   Dec 3 2006, 04:37 PM
Andria   უმეტესობა აქ მცხო...   Dec 3 2006, 09:40 PM
Georg   უმეტესობა აქ მცხო...   Dec 4 2006, 07:59 PM
marine   http://ciskara.iatp.org.ge/   Dec 6 2006, 02:19 PM
iako   გეორგ დიდი მადლობა...   Dec 6 2006, 04:46 PM
marine   http://www.diasp.ru/georgia/tales/   Dec 8 2006, 01:50 PM
MoSaDa   Andria ბარო ანდუშ როგო...   Dec 8 2006, 04:46 PM
marine   "თუ პატარა ბავშვე...   Dec 18 2006, 03:12 PM
tati87   ეს ისევ მათი მშობ...   Dec 20 2006, 02:49 PM
leli   ეხ ძალიან ცუდია რო...   Jan 26 2007, 10:18 PM
ლეონტი   აი მოასმენიეთ პატა...   Jan 27 2007, 02:22 PM
irak   www.samegrelo.ucoz.ru ქართვე...   Feb 1 2007, 12:14 AM
geoheli   ბატონებო და ქალბატ...   Feb 19 2007, 02:35 PM
იმერელი   ბატონებო და ქალბა...   Mar 7 2007, 04:13 PM
თათი87   geoheli არ ვიცი , შეიძლე...   Feb 21 2007, 07:50 PM
geoheli   არა იმ ბავშვზე არა...   Feb 22 2007, 03:19 AM
თათი87   geoheli ხო ალბათ ასეთი ...   Feb 22 2007, 01:43 PM
geoheli   არ გეთანხმები თამთ...   Feb 23 2007, 01:56 AM
Zeskvi_ucha   geoheli მაგ მხრივ საქარ...   Feb 23 2007, 05:17 AM
van111   geoheli მაგ მხრივ საქარ...   Feb 23 2007, 04:18 PM
mampali   მე არ ვიცი საზღვარ...   Feb 23 2007, 03:44 PM
თათი87   geoheli არ ვიცი თამთაში ...   Feb 24 2007, 10:36 PM
geoheli   იმ ქვეყანაში, სადა...   Feb 25 2007, 12:26 AM
ქავთარაძე   geoheli არ თქვათ რომ ყვე...   Feb 25 2007, 12:31 AM
თათი87   geoheli მართალი ხარ! მ...   Feb 25 2007, 01:02 AM
ქავთარაძე   თათი87 ეგრეა ...   Feb 25 2007, 01:04 AM
Zeskvi_ucha   თათი87 ქავთარაძე მა...   Feb 25 2007, 02:56 AM
geoheli   იცით რა არის მთავა...   Feb 25 2007, 03:11 PM
kato_Bato   geoheli მართალი ხარ, ცამ...   Feb 25 2007, 03:40 PM
Zeskvi_ucha   :( :( :(   Feb 27 2007, 03:51 AM
თათი87   geoheli სწორედ ესაა ნოს...   Feb 27 2007, 02:17 PM
geoheli   აქ უცხოეთში მყოფ ქ...   Feb 27 2007, 04:31 PM
nino-iza   გასაგებია არის გარ...   Mar 2 2007, 02:51 PM
იმერელი   უცხოელმა, თუ ვინმე...   Mar 6 2007, 04:42 PM
Zeskvi_ucha   იმერელი გაიხარე. გ...   Mar 7 2007, 01:22 AM
თათი87   მშობელი ყველგან მ...   Mar 7 2007, 04:27 PM
იმერელი   მშობელი ყველგან მ...   Mar 7 2007, 04:35 PM
geoheli   რა თქმა უნდა კარგი ...   Mar 8 2007, 12:28 PM
იმერელი   არ ვიცოდი ამ ფორუმ...   Mar 8 2007, 03:40 PM
ბექა.შუხოშვილი†   არ ვიცოდი ამ ფორუმ...   Jun 7 2007, 03:29 PM
იმერელი   ბექა.შუხოშვილი† დი...   Jun 7 2007, 06:13 PM
მანანა   29 სექტემბერს იტალი...   Sep 23 2007, 10:45 PM
nana_007   geoheli მართალი ხარ, ცა...   May 11 2008, 02:23 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 07:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი