![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Levani555 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,706 ![]() |
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და პასუხს მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან ველი. ამასტანავე ყოველ პასუხზე გთხოვთ დამისაბუთოთ ბიბლიაში შესაბამისი ადგილი.
რამდენიმე რამ არის ჩემტვის გაუგებარი: 1. როდიდან დაიწყო ქრისტინობაში ჯვრის როგორც ქრისტიანული სიმბოლოს გამოყენება და ვინ შექმნა ეს ტრადიცია? 2. რატომ ვანთებთ სანთლებს. საიდან მოდის ეს ჩვენი წესი და რა კავშირი აქვს ქრისტიანობასთან? 3. რატომ უდნა ვეთაყვანო წმინდანებს? მე ვთვლი რომ მხოლოდ მამა , ძე და სული წმინდა არის ერთადერთი სალოცავი და სათაყვანებელი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ მიმაჩნია და საერთოდ დაბნეული ვარ ზოგადად წმინდანების შესახებ. 4. რა განსხვავებაა სექტას და რელიგიას შორის? რატომ იხსენიებენ ბაბტისტებს, ანგლიკანელებს, იეღოვლებს და სხვა მსგავს მიმდინარეობებს სექტებად როცა ბუზიდმი თურმე რელიგიაა 5. რატომ არისან იმაღლესი სასულიერო პირები ძვირფასეულობით მოჭედილნი და რატომ არ იფარგლებიან უბრალო სამოსით? 6. ღვთიური ცეცხლი რომ გადმოდის იერუსალიმში, მე პირადად არ მჯერა და მგონია რომ უბრლო ტრადიციაა. რატომ არ დაიშვება გადამღები ჯგუფი ადამიანებისა რომ ეს მოვლენა ფაქტად აღიბეჭდოს? 7. რატომ უნდა ვილანძღებოდე როდესაც ამ შეკიტხვებს ვსვავ? და რატომ მიწოდებენ სექტანტს და ეშმაკად ქცეულს როდესაც ვცდილობ გავარკვიო ის რაც მაინტერესებს? ძალიან გთხოვთ ზემოაღნიშნულ შეკითხვებს თუ უპასუხებთ მომიყვანეთ ადგლები(თავები, სტრიქონები ბბიბლიიდან) სადაც პასუხი დასაბუთებულია. |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
Levani555 ზოგადად შენს კითხვებზე ეს წაიკითხე
წმ. ბასილი დიდი (IV ს.) ცხადად განმარტავს სამოციქულო გადმოცემას შემდეგი სიტყვებით: „ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატებსა და ქადაგებათაგან ზოგი წერილობითი მითითების სახით, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემიდან საიდუმლო მემკვიდრეობით მივიღეთ. ორივეს ღვთისმსახურების თანაბარი ძალა აქვს. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თვით საეკლესიო დადგენილებებში ნაკლებად განსწავლულიც კი. რადგანაც, თუ თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვან დაუწერელ ჩვეულებათა უარყოფას გავბედავთ, ამით უეჭველად შევბღალავთ სახარებაში ყველაზე მთავარს. მეტიც, სამოციქულო ქადაგებებიდან უშინაარსო, ცარიელი სახელი დაგვრჩება. მაგალითად, ჯერ გავიხსენოთ პირველი და ყველასთვის საერთო: ვინ გვასწავლა წმიდა წერილში, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელზე მვედრებელნი პირჯვარს უნდა იწერდნენ? რომელი წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ლოცვის დროს პირი აღმოსავლეთისაკენ ვიბრუნოთ? რომელმა წმიდანმა დაგვიტოვა წერილობით მოხმობის სიტყვები ევქარისტიული პურის და სასმელის კურთხევისას?! ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმ სიტყვებით, რომლებიც სახარებასა და სამოციქულოშია ნახსენები. მანამდეც და შემდგომაც წარმოვთქვამთ დაუწერელი სწავლებიდან მიღებულ სიტყვებსაც, რომელთაც საიდუმლოთა აღსრულებაში დიდი ძალა აქვთ. ასევე - რომელი წმიდა წერილით ვაკურთხებთ წყალს, საცხებ ზეთს ან თვით მოსანათლავ ადამიანს?! განა დაფარული და საიდუმლო გადმოცემით არა?! კიდევ რა - რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა ზეთისცხება, საიდან მოდის ნათლობასთან დაკავშირებული სამჯერ შთაფლვა წყალში ადამიანისა, რომელი წერილიდან იქნა აღებული სატანასა და მისი ანგელოზების განგდება და სხვა?! იმ საჯაროდ ართქმული და დაფარული სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა უსიტყვოდ, ცნობისმოყვარეთაგან მიუწვდომლად შეინახეს?! ისინი საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულნი, დუმილით დაეცვათ საიდუმლოთა სიწმიდე. სხვანაირად რა უწესობა იქნებოდა, წერილობით განეცხადებინათ სწავლება მასზედ, რისი შეხედვის ნებაც არ ჰქონდათ უნათლავთ?! 5. კონკრეტულად შენს კითხვებზე პასუხი შეგიძლია ნახო აქ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm და სხვა წმინდა მამებთანაც ამ საიტზე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი