"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2008, 12:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„... აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოველის - დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე XVII საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული.
მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე. ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა - ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი. მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას - ილია მეორეს, აწ განსხვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად. გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა.“ დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი