ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
კანონისტი |
Jan 25 2008, 02:28 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ესეც ჩემი ლექსი, ბექაზე მიძღვნილი დაბადების დღეს:
ცხრამეტი წლის დღეს შესრულდი ძმაო, გლოცავ გულით ახლობლებთან ერთად, დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთმა და მოგმადლოს წელთ სიმრავლე, ბექა! სულიწმიდამ მოგანიჭოს სიბრძნე, წმინდანებმა - ლოცვა-მეოხება, დედა ღვთისა ჩაგიკრავდეს გულში, ანგელოსნი გმფარველობდნენ, ბექა! და იქ სადაც სამოთხეა უფლის ღვთიურ ჰანგებს ვინ მოისმენს ნეტავ? უფლის ნებით და წყალობით იყავნ, რომ ერთ-ერთი ყოფილიყავ, ბექა! სამშობლოსთვის ბრძოლასა და ღვაწლში გვერდით წმინდა გიორგი რომ გედგას, რომ მტრებს შენსას ძირს დასცემდეს უმალ, უფალსა ვთხოვ, ჩემო ძმაო ბექა! ერთგულების, ძმობის მაგალითო, შენს სუფთა გულს უფალი ხომ ხედავს, მეგობრები გაგიმრავლოს ღმერთმა მათ იმედად მაგრად იყავ, ბექა! გამრავლდი და გაიხარე, ძმაო, შვილთაშვილებს რომ ვერ თვლიდე ყველას, ღვთის მოშიშნი აღუზარდე უფალს და სამშობლოს სათაყვანოს, ბექა! როცა ქართველს უხსენებენ შოთას, გალაკტიონს, აკაკის ან ვაჟას, გვარის თქმა მას აღარ უნდა მეტად, იცის, ვისზე გულისხმობენ ამას... და როდესაც ამ სოფლიდან გახვალ, ამის თხოვნას უფლისათვის ვბედავ, როცა ჩვენში ახსენებენ "ბექას", დე იცოდნენ, რომ ეს შენ ხარ, ბექა! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი