პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine |
Aug 24 2006, 10:47 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
გალაქტიონ ტაბიძე ქებათა ქება ნიკორწმინდას მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია – დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი – ნიკორწმინდა! ვგრძნობ, ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა! ხვეულთ დიადება ვხედავ – რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება – ნიკორწმინდა! მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი – ნიკორწმინდა! შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი, გშვენის, ნიკორწმინდა! მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა! შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი. მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება – ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! 1947 -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი