პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 24 2008, 12:46 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოში დაკარგვა > პოვნა
(ია სულაბერიძე - ლადო ასათიანის პრემიის ლაურეატი, იტალიაში ჩატარებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის „ახალგაზრდა ევროპის“ 2001 წლის გამარჯვებული.) არის ერთი შეგონება - სადღეისოც, სახვალეოც! ეძებე და იპოვეო, იპოვე და დამალეო... ვერც დარია, ვერც - ავდარი, წვიმა ერქვას - ისეც ვერ წვიმს... რას ვიპოვით, რას დავმალავთ - დამკარგავნი ოქროს ვერძის?... ვერ აჟღერებს სიმებდამწყდარს, თვით ილია (!) ადგეს, ვერც - ის! მერამდენედ - გამარჯვება ოცდაათიოდე ვერცხლის?! მერამდენედ - დანის პირი, მერამდენედ - ხიდი ბეწვის?! მუდამ ვთესავთ! ეს ოხერი! დრო არ დადგა მკის და ლეწვის! ფირუზ ცას და ზურმუხტ ხმელეთს სულ „მოყვარე მტერი“ ებრძვის, ჩემი გულის გასახეთქად მკლავიც მოსდევს, გულიც ერჩის! ძაღლის კუდი გასწორდება, გნებავთ, დამაკება ბერწის არ მომხდარა, არც მოხდება!... მაინც მტკივა, მაინც მეწვის... ვერც რას ვპოვებთ, ვერც დავმალავთ - დამკარგავნი ოქროს ვერძის, რაც რომ ყველამ „ხუთზე“ ვიცით, მეც ის მოგახსენეთ, მეც - ის... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 24 2008, 04:19 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ფირუზ ცას და ზურმუხტ ხმელეთს სულ „მოყვარე მტერი“ ებრძვის, ჩემი გულის გასახეთქად მკლავიც მოსდევს, გულიც ერჩის! აბააააააააააა......... ********************************* საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი. ამ ლექსს სადღაც გადავაწყდი და ძალიან მომეწონა. თუ ვინმემ იცით ვინაა ავტორი, დაწერეთ, გთხოვთ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 24 2008, 05:19 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი. რა ლამაზი და ტკვილიანი ლექსია.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 24 2008, 05:46 PM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
რა ლამაზი და ტკვილიანი ლექსია.. ნამდვილად აი კიდევ, ერთი ლექსი(თუ ნაწყვეტი), რომლის ავტორიც მაინტერესებს: *********************************** და სანამ ჩემში გული ფეთქავს, ისიც ქართული, სანამ ჩემს სულში ჯერაც ირმის მყვირალობაა, ჩვენ გადავრჩებით ათას ფესვად გადახლართულნი, ვით ცის კალთაზე ლურჯ ვარსკვლავთა ყვავილობაა! შეიძლება ზუსტი ციტირება არცაა -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 25 2008, 02:18 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნამდვილად აი კიდევ, ერთი ლექსი(თუ ნაწყვეტი), რომლის ავტორიც მაინტერესებს: *********************************** და სანამ ჩემში გული ფეთქავს, ისიც ქართული, სანამ ჩემს სულში ჯერაც ირმის მყვირალობაა, ჩვენ გადავრჩებით ათას ფესვად გადახლართულნი, ვით ცის კალთაზე ლურჯ ვარსკვლავთა ყვავილობაა! შეიძლება ზუსტი ციტირება არცაა თიკო, ეგ ლექსიც ლამაზია გამხელილი ძველმოდურობა ია სულაბერიძე ლექსი ვეფხვისა და მოყმის და სიმღერა ხასან-ბეგის - თუკი ასე მემღერება? თუკი ლექსიც ასე მეთქმის?... რა ცოტაა საღიღინო! უფრო მეტი - დასაჭექი, რამდენია, ეს ოხერი, შხამი, გულში დასალექი! რამდენია ირგვლივ კაცი, გნებავთ, ქალი - გასარეკი, ანუ გასაგიჟებელი, განა ირანს გასარეკი! მოსაჭრელად არ მეთმობა არცა ცერი, არცა ნეკი! რაღა დამრჩა წასართმევი ანდა - წარღვნის წასალეკი?... ლექსი ვეფხვისა და მოყმის და სიმღერა ხასან-ბეგის - სწორედ ასე მემღერება, ლექსიც სწორედ ასე მეთქმის!... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 25 2008, 07:05 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გამხელილი ძველმოდურობა ია სულაბერიძე ლექსი ვეფხვისა და მოყმის და სიმღერა ხასან-ბეგის - თუკი ასე მემღერება? თუკი ლექსიც ასე მეთქმის?... კარგი ლექსია, მარი თემას ვაგრძელებ: რაც იყო და რაც არი ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო, გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, - მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს არ სჭირდება მთების გამოგონება. ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად, ცოტნესა და ქეთევანის პატრონს არ სჭირდება გმირთა გამოგონება. ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ, ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, - „ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება. უნდა ვწეროთ, კიდეც უნდა ვხატოთ, სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, - მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს არ სჭირდება ცრემლის გამოგონება. ვარსკვლავები ვარსკვლავებთან მივლენ, ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, - ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი. ცა იხსნება. სხვას არაფერს ვნატრობ. სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, - ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს არ სჭირდება მტრების გამოგონება. საქართველოვ, შენს თბილ აკვნებს ვფიცავ, სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, - დამეყაროს გულზე შენი მიწა და სხვა ჯილდო შენს ერთგულ ყმას არ მინდა! მორის ფოცხიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი