![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა k@the ![]() მოძრვრების გარეშე ადამიანები პრიორიტეტებს ვერ ხედავენ... წესების შესრულებაა სწორედ ფორმალობა, სიყვარული კიდევ ღვაწლით საბუთდება... ,,მკაცრი" - ნიშნავს მოძრვარს რომელიც ცოდვის სიმძიმეს აჩვენებს ადამიანს , ,,ლმობიერი" კიდევ ნიშნავს რომ ,,რავქნათ ყველანი ცოდვილები ვართ" პრინციპით მრევლს საშუალებას აძლევს ცოდვას შეურიგდეს და მილიარდჯერ გაიმეოროს ერთიდაიგივე... -------------------- www.cordesign.ge
|
gogu |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 25-January 08 წევრი № 3,743 ![]() |
![]() მოძრვრების გარეშე ადამიანები პრიორიტეტებს ვერ ხედავენ... წესების შესრულებაა სწორედ ფორმალობა, სიყვარული კიდევ ღვაწლით საბუთდება... ,,მკაცრი" - ნიშნავს მოძრვარს რომელიც ცოდვის სიმძიმეს აჩვენებს ადამიანს , ,,ლმობიერი" კიდევ ნიშნავს რომ ,,რავქნათ ყველანი ცოდვილები ვართ" პრინციპით მრევლს საშუალებას აძლევს ცოდვას შეურიგდეს და მილიარდჯერ გაიმეოროს ერთიდაიგივე... პირდად მე მოძღვრად ავირჩიე ის, ვინც მკაცრია საკუთარი თავის მიმართ და ლმობიერი სხვა ადამიანების მიმართ და სწორედ იმიტომ, რომ მის პირად მაგალითს ვხედავ, ვცდილობ, რომ მე თვითონ ვიყო მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად მოწყალე სხვების მიმართ (მე ვცდილობ და რა გამოდის ეს სხვა საქმეა). მოძღვარი არ არის ის, ვინც გეუბნება ასე უნდა მოიქცე თუ ისე (სერაფიმ საროველობას ბევრი ნუ 'დაიბრალებს'), არამედ ის, ვინც შენი საკუთარი სინდისის მოსმენას გასწავლის და გეხმარება იმაში, რომ ცხონებისაკენ შენი განუმეორებელი და ერთადერთი გზა შენ თვითონ აღმოაჩინო . შენ და ღმერთი ხართ მხოლოდ, მოძღვარი კი თავის გამოცდილებით გეხმარება. ის არც დამსჯელი რაზმია და არც მაკონტროლირებელი ორგანო. შენ ხარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ვერავის ვერ გადააბარებ ვერანაირი მორჩილების მომიზეზებით და თავის მართლებით. ყველა თავის ცხოვრებას თვითონ ცხოვრობს. მონაზონიც და ბერიც კი საკუთარ ცხოვრებას ცხოვრობს და წინამძღვარი მის მაგივრად ვერ იცხოვრებს, ვერ იტკენს და ვერ იფიქრებს. ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. თუმცა სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი, ბევრჯერ ძალიან მწარედ დამემხო თავზე მორჩილების გამო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ღმერთი მართლა მოწყალეა. თუ მართლა გიყვარს, ყველაფრიდან გაგათავისუფლებს, არასწორედ არჩეული მოძღვრისაგანაც კი. (თუმცა იგივე მოზღვარი შეიძლება სხვა ადამიანისთვის მართლა იყოს ცხონების გზის მაჩვენებელი, მთავარია ის ნახო, ვინც შენია და შენთვის მისაღებია). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი