სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| afxazi |
Dec 25 2007, 10:04 PM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
t.d
ხომ ვთქვი, მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და ცდების შედეგებზე ვისაუბროთ. გასაგებია შენ რასაც გულისხმობ, მაგრამ სხვა კუთხით მინდა დავინახოთ სულის ეს თვისება. k@the ციტატა არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. გათანაბრებულია ეგ სამი? არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
| gogu |
Jan 25 2008, 08:34 PM
პოსტი
#3
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 25-January 08 წევრი № 3,743 |
არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. შეიძლება მე ვცდებოდე, რაც ძალიან შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულისა და ვნები ა თუნდაც ლტოლვის გამიჯვნა უნდა მოხდეს ერთმანეთისაგან. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ეჭვიანობა ვნებისთვის არის დამახასიათებელი და პირდაპირ კავშირშია განკითხვასთან და ასევე ეგოისტურ 'სიყვარულთან', მაშინ როდესც სიყვარული სრულ მიღებას და გაგებას გულისხმობს. ცხადია, მაშინაც, როცა სხვა ადამიანი გვიყვარს, შეუძლებელია საკუთარი თავის სიყვარული შევწყვიტოთ. ეს ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია და ვერ გავექცევით როგორც არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ როცა მართლა გიყვარს ადამიანი და კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება. შენდაუნებურად ცდილობ, რომ გაუგო და მისი თვალებით შეხედო სიტუაციას. ამ შემთხვევაში კი, ეჭვი ვეღარ ვითარდება, თუნდაც რომ სხვასთან ერთად ხედავდე, რაღაცნაირად ცდილობ, მიიღო, რომ ასე უნდა იმ ადამიანს და ვერაფერს იზამ. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. ძნელია გაიგო, როდის მართლა გიყვარს და როდის მოგწონს და უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს, მაგრამ შეიძლება სწორედ ეჭვიანობა იყოს ამის ტესტი. თუ შეგიძლია, რომ გაუშვა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ასე აირჩია და დაუთმო, ესე იგი გიყვარს. რა ვიცი, მე ასე მგონია. თუმცა ძალიან მტკივნეულია ყველა შემთხვევაში, უარყოფილის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეჭვიანობა მაინც ცოტა ავადმყოფურ მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ვერც ამას გავექცევით ძალდატანებით, ესეც ხშირად გვემართება. კიდევ ვიტყვი, სავსებით შესაძლებელია ძალიანაც ვცდებოდე. უბრალოდ, ასე მგონია. |
afxazi სიყვარული Dec 25 2007, 02:56 PM
თამარი_ცქნაფო მე მართლა მაინტერე... Dec 25 2007, 02:58 PM
მხევალი ნინო თამარი_ცქნაფო
სი... Dec 25 2007, 06:29 PM
ქეთი.
თამარი_ცქნაფო
სიყ... Dec 25 2007, 10:18 PM
მაეასი
ეს კიდევ სულ სხვა თ... Dec 25 2007, 10:50 PM
ქეთი.
ქეთ,არ შეგიძლია ამ ... Dec 25 2007, 10:59 PM
t.d რამდენათაც ამქვეყ... Dec 25 2007, 09:29 PM
k@the
afxazi
არ გეგონოს სიტყ... Dec 25 2007, 09:56 PM
iber გამიხარდა რომ ეს თ... Jan 1 2009, 04:48 PM
t.d მაპათ თუ გინდა წაშ... Dec 25 2007, 10:05 PM
afxazi t.d
არა საპატიებელი ... Dec 25 2007, 10:23 PM
თამარი_ცქნაფო არა, მართლა სერიოზ... Dec 25 2007, 10:23 PM
k@the
:D :D
მთელი ფორუმის ... Dec 25 2007, 10:24 PM
t.d რაც შეხება გოგოსად... Dec 25 2007, 10:31 PM
გიორგი t.d
რაც შეხება გოგოს... Dec 26 2007, 04:01 PM
ქეთი.
[b]t.d
საინტერესოა... :ფ... Dec 26 2007, 07:31 PM
გიორგი
ქეთი
:) მხოლოდ ორი ს... Dec 26 2007, 10:10 PM
თამარი_ცქნაფო მე მაინც მგონია, რო... Dec 25 2007, 10:34 PM
ქეთი.
მე მაინც მგონია, რო... Dec 25 2007, 10:52 PM
t.d იცი რა არის მე ისეთ ... Dec 25 2007, 10:49 PM
თამარი_ცქნაფო
იცი რა არის მე ისეთ... Dec 26 2007, 12:04 AM
t.d
ნუ, მთლად მასეთი არ... Dec 26 2007, 12:22 PM
თამარი_ცქნაფო
მე მემგონი არც ცუდ... Dec 26 2007, 12:58 PM
შოთაძე აუ კაი რა მეცნიერე... Dec 25 2007, 11:22 PM
maZiebeli ქეთი.
სიამოვნების ... Dec 26 2007, 02:05 AM
USCIAS როცა ხედავ, გიყვარ... Dec 26 2007, 03:38 AM
t.d იცი რა მეგობარო მე ... Dec 26 2007, 01:02 PM
თამარი_ცქნაფო
იცი რა მეგობარო მე ... Dec 26 2007, 01:06 PM
გიორგი თამარი_ცქნაფო
რეა... Dec 26 2007, 01:54 PM
თამარი_ცქნაფო გიორგი
ჰო, საკმაოდ ... Dec 26 2007, 01:58 PM
გიორგი თამარი_ცქნაფო
OK. გე... Dec 26 2007, 02:37 PM
თამარი_ცქნაფო გიორგი
შეიძლება თ... Dec 26 2007, 03:05 PM
გიორგი თამარი_ცქნაფო
რომ ... Dec 26 2007, 04:18 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
რომ ... Dec 26 2007, 04:40 PM
afxazi თამარი_ცქნაფო
სამ... Dec 26 2007, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო afxazi
დამაფასე, დამაფ... Dec 26 2007, 04:47 PM
გიორგი თამარი_ცქნაფო
ეს ძ... Dec 26 2007, 05:21 PM
გიორგი afxazi
ძალიან კარგად ა... Dec 26 2007, 05:47 PM
m16
რა ბრძნული აზრიაა..... Dec 26 2007, 07:54 PM
გიორგი Маиа
ჰო, საინტერესო ... Dec 27 2007, 12:38 PM
Маиа
[b]Маиа
ჰო, საინტერეს... Dec 27 2007, 03:38 PM
Irina7
ჭეშმარიტი სიყვა... Dec 27 2007, 07:50 PM
afxazi გიორგი
ეს გასაგებ... Dec 27 2007, 01:30 PM
გიორგი afxazi
OK. :კი1:
ცხადია ყ... Dec 27 2007, 02:30 PM
Irina7 გიორგი
ჩემი აზრით ... Dec 27 2007, 04:24 PM
Маиа
გიორგი
ჩემი აზრით... Dec 27 2007, 04:47 PM
გიორგი Irina7
უნდა შევძლოთ, რო... Dec 27 2007, 05:08 PM
anna21 გიორგი კველაფერში ... Dec 27 2007, 05:12 PM
გიორგი anna21
გაიხარე :)
თუ სუ... Dec 27 2007, 05:19 PM
afxazi anna21
მადლობა რომ შემ... Dec 27 2007, 05:28 PM
anna21 ცხოვრებაში პირველ... Dec 27 2007, 05:32 PM
შოთაძე
ცხოვრებაში პირველ... Dec 27 2007, 05:47 PM
anna21 თამარ მე ის არ მეზი... Dec 27 2007, 05:57 PM
თამარი_ცქნაფო
თამარ მე ის არ მეზი... Dec 27 2007, 05:58 PM
ნათია afxazi
დათ არ იცი ეს ფრ... Dec 27 2007, 06:13 PM
მხევალი ნინო თამარი_ცქნაფო
anna21
მ... Dec 27 2007, 06:49 PM
შოთაძე
გრძნობა შეიძლება ... Dec 27 2007, 07:10 PM

ქეთი.
არ დაგეთანხმები ა... Dec 27 2007, 09:11 PM
ქეთი.
მდა, მართლა მშურს, ... Dec 27 2007, 09:00 PM
მხევალი ნინო შოთაძე
ჩაქრი შენ, ... Dec 27 2007, 07:12 PM
შოთაძე
შოთაძე
ჩაქრი შენ, მ... Dec 27 2007, 07:14 PM
თამარი_ცქნაფო
შოთაძე
აი ცქნაფოს ... Dec 27 2007, 07:17 PM
მხევალი ნინო შოთაძე
კარგია, არ... Dec 27 2007, 07:22 PM
შოთაძე
შოთაძე
კარგია, არც ... Dec 27 2007, 07:24 PM
თამარი_ცქნაფო მგონი, გადახვევებს... Dec 27 2007, 07:22 PM
მხევალი ნინო თამარი_ცქნაფო
მარ... Dec 27 2007, 07:23 PM
მხევალი ნინო შოთაძე
სიყვარული... Dec 27 2007, 07:27 PM
afxazi თამარი_ცქნაფო
მხევ... Dec 27 2007, 07:28 PM
მხევალი ნინო afxazi
ანუ ადამიანის ... Dec 27 2007, 07:30 PM
თამარი_ცქნაფო
afxazi
ანუ ადამიანის ფ... Dec 27 2007, 07:31 PM
afxazi მხევალი ნინო
თუნდ... Dec 27 2007, 07:45 PM
ქეთი.
ხაზი გადამისვი ხო? ... Dec 27 2007, 08:51 PM
afxazi ქეთი.
შენ წარმოიდგ... Dec 27 2007, 08:53 PM
გიორგი ქეთი.
დიდი მადლობა ... Dec 27 2007, 10:33 PM
k@the რაც შეეხება თემას, ... Dec 27 2007, 11:28 PM
ნათია საწინააღმდეგო სქე... Dec 28 2007, 05:57 PM
ნათია ვფიქრობ, საინტერეს... Dec 28 2007, 06:52 PM
afxazi რას ფიქრობთ იოანე ... Dec 30 2007, 02:34 PM
ართი ვარდი ამ თემას ბოლომდე ა... Dec 30 2007, 02:56 PM
m16
რატომ მერე,არ შეიძ... Dec 30 2007, 03:23 PM
ართი ვარდი m16
ხო. ეგ იდეალური მდ... Dec 30 2007, 03:31 PM
მაეასი ძალიან მიყვარს ანტ... Dec 30 2007, 03:46 PM
ქეთი.
ოჰ აქღა მაკლდა ამი... Dec 30 2007, 07:48 PM
neo საინტერესო შეხედუ... Jan 2 2008, 06:36 PM
marine "ენძარაპიდისის 20 ... Jun 17 2023, 06:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th January 2026 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი