ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
N. R. |
Nov 29 2007, 04:17 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
თქვენი აქრით რა მიზეზებია რომ რაიონებში განსაკუთრებულად ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე?
რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ninuna |
Jan 25 2008, 09:38 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,440 |
ფრიად საინტერესო პოლემიკა გაქვთ მეგობრებო ბევრი გონივრული აზრი წავიკითხე და ძალიან მიხარია. რაც მეტი იფიქრებს ამ საკითხებზე ,,სოფელიც მალე აშენდება". გალობის საფუძვლიან შესწავლას რაც შეეხება, მგონია დღევანდელ პირობებში დამოუკიდებლადაც შეიძლება განსწავლა, ოღონდ მიმართულება უნდა მოგცეს ვინმემ. აი, M.M.-ი წუხდა - ნოტების ცნობა არ ვიციო. ეგ არც ისე რთული საქმეა: ნოტების მცოდნე ვინმე ახლობელს თხოვე ცოტა წაგავარჯიშოს, მერე გირჩევ ცალ-ცალ ხმაზე ჩააწერინო აუდიო ვარიანტი და სმენით და თვალით უფრო მალე ისწავლი! ჩემი მეგობარი სულ მასე სწავლობს! თუ მოინდომებ არ მგონია გაგიჭირდეს; საერთოდ ადრე თურმე გალობის შესწავლას რომ იწყებდნენ, მგალობელთმოძღვრები ჯერ ლოცვით ტექსტებს ასწავლიდნენ ყმაწვილებს და მხოლოდ მერე გააგალობებდნენ, რომ ამოსავალი ყოფილიყო ლოცვა და არა მუსიკა. დღეს ეს ძალიან გვაკლია! ძალიან ცოტა რამ ვიცით თვით საგალობელთა შინაარსზე, სიმბოლურ დატვირთვაზე ... ეს ყველაფერი კი აირეკლება ჩვენს სულიერ-სარწმუნოებრივ სიძლიერეზე!.. კიდევ ერთი: საგალობელთა ტექსტების მნიშველობას ცხადყოფს ანტონ დუმბაძის, დიმიტრი ჭალაგანიძის, არტემ ერქომაიშვილის (და რამდენის არ ვიცით!) ,,საგალობელთა წიგნაკები", სადაც სიტყვიერ მარცვლებზე თავისებური ნიშნებით ჰქონდათ აღნიშნული ხმის მოძრაობა. ეს პრაქტიკა ყველას შეუძლია გამოიყენოს. უფრო მეტად რთული, გამშვენებული ან ორიგინალური საგალობლების შესწავლისას (მაგ ძლისპირების). რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა: რაღაც დეტალის უზუსტობის გამო უარი გვითქვამს საგალობლის შესრულებაზე მაგ. სუფრაზე, თუ ყოველთვის თან გვექნება ჩვენი ,გალობის უბის წიგნაკი!.. საერთოდ სუფრა საუკეთესო საშუალებაა გალობის პროპაგანდისათვის. აი, ჩვენი მეგობარი ჯამბაკურის წყალობით ჩვენს წრეში უკვე ტრადიციად იქცა ,,დღეს საღვთომან მადლმან"-ის შესრულება, რომელიც ადრე ლხინის დასაწყისში ითქმებოდა! ასე ყველამ რომ თითო-თითო საგალობელი გავაცოცხლოთ სუფრის წესისა- ძველი მადლიანი ტრადიციაციაც აღდგება
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი