გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაზეთი ''ქართული გალობა", ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 04:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
როგორც მოგეხსენებათ დაარსდა გაზეთი " ქართული გალობა", საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ყოველთვიური გამოცემა.
ეს არის უშუალოდ ქართული გალობისადმი მიძღვნილი პირველი პერიოდული გამოცემა. წლების მანძილზე გვქონდა სურვილი მსგავსი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემის, მაგრამ როგორც ყველა სასიკეთო საქმეს, ამ წამოწყებასაც მრავალი დაბრკოლება შეხვდა. ღვთის შეწევნით, მოხერხდა სათანადო ხალხის შემოკრება და იმედი გვაქვს მრავალ სასიხარულო ცნობას მივაწვდით ჩვენს მკითხველს. გულითადად გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გაზეთს. უპირველესად ლოცვითი შეწევნა გესაჭიროება და ამის გარდა თუ სისტემატიურად, თვეში ერთხელ შეიძენთ გაზეთის ნომრებს, ამით დაეხმარებით ამ დიდებულ საქმეს. საბედნიეროდ, მოწმენი ვართ ძველი ქართული გალობის აღორძინების პროცესის და თქვენც გაქვთ საშუალება მცირედი წვლილის შეტანისა. გთხოვთ ამ თემის საშუალებით თვენი აზრი და შენიშვნები მოგვაწოდოთ. გაზეთ "ქართული გალობის" შემდგომი წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ჯამბაკური |
Jan 12 2008, 03:55 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ძალიან მინდა ამ გაზეთმა იარსებოს.
ცოტა არ იყოს და კრიზისია პირადად ჩემთვის. ამ დღეებში ვეკითხები ჩემს თავს ნუთუ არავის არ ჭირდება ,, ქართული გალობა"? იქნებ გაზეთების დრო წავიდა და ჯობია ეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი კარგ ვებ-გვერდს მოვახმარო? აი ამ ჩვენს თემაშიც თვეებია არავის დაუწერია. მე შეგნებულად ვიკავებდი თავს რომ მე ,, ამომექაჩა" გაზეთის თემა. გულდაწყვეტილი ვარ ცოტა, მე მეტ მხარდაჭერას ველოდი. არა არავის არ ვსაყვედურობ, უბრალოდ მინდა ვიცოდე თქვენი აზრი. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ჯამბაკური |
Jan 25 2008, 11:52 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ძალიან მინდა ამ გაზეთმა იარსებოს. ცოტა არ იყოს და კრიზისია პირადად ჩემთვის. ამ დღეებში ვეკითხები ჩემს თავს ნუთუ არავის არ ჭირდება ,, ქართული გალობა"? იქნებ გაზეთების დრო წავიდა და ჯობია ეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი კარგ ვებ-გვერდს მოვახმარო? რატომ არავინ არ პასუხობთ ამ შეკითხვას ? -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი