პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine |
Aug 24 2006, 11:02 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
სიმონ ჩიქოვანი
ვინა სთქვა ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს ჩემი სამშობლო დიდების ღირსი, ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი?! აბა, შეადგით ერთმანეთს მთები, მთები – შემკული სხივების სირმით, ააშრიალეთ არწივის ფრთები, კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის. ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით, ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი. გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი, ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით, წყალი მქუხარი და საშიშარი და ავარდნილი გუმბათი ზევით. წინაპრის მიერ განვლილი სივრცე, ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით, და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე, მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით. შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი დარუბანდიდან მოტანილ კარებს, და გაიხსნება სამშობლო ჩემი, უსასრულობის შემცველი მხარე. ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი, ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი?! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი