ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#1
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
KAIROS |
Jan 26 2008, 06:47 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუმცა საქართველოში რომ იყო მაგ დროს ქრისტიანული თემები ესეც ფაქტია. რათქმაუნდა ძმაო, ეგ სხვა წყაროებით დასტურდება... ციტატა ლეონტი როველს უწერია, რომ პირველად ყველა ერთად არარატისა და მასისსა მთებს შორის დასახლდნენო. ლენუს, სხვაგან კი ვაყრით ერთმანეთს, მაგრამ აქ ვფიქრობ ეს არ უნდა მოხდეს, მროველის ეს აზრი მისაღებია? აკი ბევრი წერს მის სომხოფილობის შესახებ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sable |
Jan 26 2008, 07:49 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ლენუს, სხვაგან კი ვაყრით ერთმანეთს, მაგრამ აქ ვფიქრობ ეს არ უნდა მოხდეს, მროველის ეს აზრი მისაღებია? აკი ბევრი წერს მის სომხოფილობის შესახებ... ავტორის სომხოფილად ძირითადად იმის გამო მიიჩნევა რომ ჰაოსს ასახელებს უფროსს ძედ და არა ქართლოსს, რაც არა ავტორის არამედ თარგამოსიანობის თეორიის სომხურ სივრცეში ჩასახვას უსვამს ხაზს, საიდანაც ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა'' ავტორი სავარაუდოდ სარგებლობდა ამ ამბის გადმოცემისას, ის სხვა შემთხვევაშიც ხშირად იყენებს სომხურ წყაროებსა თუ გადმოცემებს რაც მის სომხოფილობაზე ნამდვილად არ მიანიშნებს, არამედ უფრო ობიექტურობაზე. რაც შეეხება ლეონტი მროველს ის არ არის ავტორი, არამედ რედაქტორი და ერქვა თუ არა მას ლეონტი ისიც კი არ ვიცით ზუსტად, თუმცა ის კი ზუსტია რომ პირი რომელმაც ქართლის ცხოვრების ტექსტები ერთ ნაწარმოებად შეკრა რუისის ეპისკოპოსი იყო ანუ მროველი (ასე იწოდებიან რუისის ეპისკოპოსები), რასაც ერთ- ერთი მინაწერი ადასტურებს სამწუხაროდ იქ არ არის სახელი დატანებული და ლეონტი ივ. ჯავახიშვილმა შემოიტანა რომელიც 1066 წლის ერთ-ერთი ლაპიდარული (კედლის) წარწერის მიხედვით რუისის ეპისკოპოსი იყო ,ხოლო ქართლის ცხოვრების უცნობი მროველი კი როგორც ვიცით XI ს. 70 იან წლებში (ან 40-იანებში, ზოგის მიხედვით XIIს. ან X ს. ან კიდევ უფრო ადრე) მოღვაწეობდა და კრებდა იმ თხზულებებს რომელიც მასში შევიდა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი