![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
დავით ივერიელი
ციტატა საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?" პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? საინტერესო კითხვაა, მეტად აქტუალური. მეც მომისმენია მსგავსი შეკითხვა. შევეცდები გაგცე პასუხი. საინტერესოა თუ რატომ მოგყავს აბრაამტან დაკავშირებული ეპიზოდი. მოდით კარგად გავიხსენოთ ეს ადგილი ბიბლიიდან: "უფალი მოუწოდებ აბრაამ შესწიროს მას თავისი შვილი, ისააკი მსხვერპლად. მთელი ძველი აღთქმის ეპოქა, ეს იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ეპოქა, მაგრამ მხოლო ცხოვლების სახით. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, ეს გაუგონარი იყო რჯულისათვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ უფლის აღნიშნული მოწოდება ემსახურებოდა აბრაამის რწმენის გამოცდას (თუ შეიძლება ასე დავარქვათ), რაც მან წარმატებით ჩააბარა. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი აბრაამის რწმენის სიმაღლე. მან აღმართა მახვილი, მაგრამ უფლის ანგელოზი აჩერებს და ეუბნება რომ არ არის საჭირო ისააკის მსხვერპლად შეწირვა. ამ დროს მოშორებით ის დაინახავს კრავს (სასწაულებრივად გამოჩენილს) და მას შესწირავს მსხვერპლად. ანუ ამ შემთხვევაში, როგორც შენ ამბობ, არ ყოფილა მოწოდება მსხვერპლი არ შეეწირა აბრაამს, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს იყო გამოცდა (თუ შეიძლება ასე ვთქვათ). რაც შეეხება ჯვარცმას და სისხლს, პატიოსან სიხსხლს უფლისას, რომელიც კაცთა ცოდვებისათვის დაითხია. გადავხედოტ ძველ აღთქმას. ადამიანი დაეცა ცოდვით, დაკარგა ის სიმაღლე რაც მას ქონდა მონიჭებული, ანუ სიმაღლიდან დაეშვა ქვემოთ. ადამიანის სამოთხიდან გამოდევნის დღიდან ქრისტეს ჯვარცმამდე, ეს არის პერიოდი ქვემოდან ზემოთ ასვლისაკენ. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ ეს ეპოქა იყო მოსამზადებელი პერიოდი მესიის შესახვედრად. უფალი აღთქმას უდებს აბრაამს და რაში მდგომარეობს ეს აღთქმა: "ყოველი რჩეული უფლისა უნდა წინადაიცვითოს" და რა არის წინადაცვეთა ამ დროს, ეს არის სისხლიანი დამოწმება უფლის რჩეულობისა, მასთან მყოფობისა, მისი გზით სვლისა. რა მნიშვნელობა ენიჭება სისხლს ძველ აღთქმაში. ეს არის განწმენდა ცოდვისა, უფრო სწორად სისხლის დათხევა, ეს არის სწრაფვა განწმენდისაკენ, რა აზრსაც ატარებდა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმისა. ანუ სისხლის დათხევა იყო ერთგვარი მსხვერპლი შეწირული უფლისადმი, იმ ცოდვის მონანიებისათვის, რომელი ცოდვაც ჩაიდინა ადმიანმა. და რატომ ფიზიკური მსხვერპლი? იმიტომ რომ რეალურად ადამიანს არ შეეძლო სულიერი მსხვერპლის გაღება ისევ და ისევ მისი სისუსტიდან გამომდინარე. ამ აზრს ატარებდა მოსეს რჯულიც. გახსოვთ სახარებიდან ერთი ეპიზოდი, როდესაც უფალს ეკითხებიან თუ რატომ დაწერა ესა და ეს მოსემო და უფალიც პასუხობს, ეს მოსემ თქვენი უძურებისათვის გააკეთაო. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა გარკვეულწილად ემსახურებოდა იმ დიდი მსხვერპლის შეწირვის მიღებას, რომელიც აღსრულდა მაცხოვრის ჯვარცმით. რომ ეს არ იყო უცხო, მაგრამ აღმატებული ყველასა და ყველაფერზე. აქედან გამომდინარე მაცხოვრის მიერ სისხლის დათხევა ემსახურებოდა ცოდვის შემუსვრის უკანასკნელ აღმატებულ აქტს. ჯვარზე გაკვრით ღმერთმა შეიწირა ადამიანისაგან ის უკანასკნელი მსხვერპლი რომელიც ისახავდა მიზნად ცოდვის დაძლევას. დაიწყო ახალი აღთქმა ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისაგან, მას აქვს შესაძლებლობა სასუფევლის დამკვიდრების ანუ ადამიანი ავიდა სიმაღლეზე და შესაბამისად მსხვერპლიც გახდა სულიერი. აღმატებული ხორციელზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
T.L. |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა საინტერესოა თუ რატომ მოგყავს აბრაამტან დაკავშირებული ეპიზოდი. მოდით კარგად გავიხსენოთ ეს ადგილი ბიბლიიდან: "უფალი მოუწოდებ აბრაამ შესწიროს მას თავისი შვილი, ისააკი მსხვერპლად. მთელი ძველი აღთქმის ეპოქა, ეს იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ეპოქა, მაგრამ მხოლო ცხოვლების სახით. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, ეს გაუგონარი იყო რჯულისათვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ უფლის აღნიშნული მოწოდება ემსახურებოდა აბრაამის რწმენის გამოცდას (თუ შეიძლება ასე დავარქვათ), რაც მან წარმატებით ჩააბარა. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი აბრაამის რწმენის სიმაღლე. მან აღმართა მახვილი, მაგრამ უფლის ანგელოზი აჩერებს და ეუბნება რომ არ არის საჭირო ისააკის მსხვერპლად შეწირვა. ამ დროს მოშორებით ის დაინახავს კრავს (სასწაულებრივად გამოჩენილს) და მას შესწირავს მსხვერპლად. ანუ ამ შემთხვევაში, როგორც შენ ამბობ, არ ყოფილა მოწოდება მსხვერპლი არ შეეწირა აბრაამს, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს იყო გამოცდა დავიბენი კაი,ეგ იყო გამოცდა და აბრაამის ერთგულება გამოსცადა... აბა იეფთაე გალადელმა რო თავისი ერთადერთი ქალიშვილი შესწირა მსხვერპლად? (გახსოვს ალბათ) ჰოდა რავიცი ვიბნევი ხოლმე რა :უსერ: -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი