რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს |
ზებედე |
Dec 4 2006, 05:32 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს საქართველოს მოსახლეობას საკმაო ნაწილი დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ტელესივრცეში ისეთი გადაცემის გასვლის გამო, როგორიცაა „ჯეობარი“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“). ბუნებრივია, შეშფოთებულია ეკლესიაც. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას გაგვაცნობს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე: - ბატონო ზურაბ, როგორია საპატრიარქოს დამოკიდებულება პროექტ „ჯერობარისადმი“? - ჯერ კიდევ პროექტ „ამტანის“ დაწყებისთანავე გამოჩნდა მანკიერი მხარეები, რაც დამახასიათებელია ამგვარი გადაცემებისთვის. „რუსთავი 2“-ზეც გადის პროექტი „ჯეობარი“. რა შთაბეჭდილებები უჩნდება ქრისტიანს, თუკი თვალს შეავლებს ამ გადაცემას? პირველი ის, რომ ადამიანს პრივატული, კერძო ცხოვრება საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს. ანუ მისი ცხოვრების ყოველი წუთი, მომენტი კამერის ქვეშ ექცევა და ეს შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, პროექტში მონაწილე ადამიანების მანერა, მეტყველება, ქცევა მაინცდამაინც დახვეწილ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, მეტიც, ზოგჯერ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიუღებელია. არადა, ამას ყოველდღიურად ძირითადად მოზარდები უყურებენ. - ეს პროექტი ფინანსურად ძალიან წარმატებულია, ე.ი. ის, რაც ფინანსურად წარმატებულია, შეიძლება ითქვას, სულისთვის საზიანოა? - გადაცემა დიდ აუდიტორიას იკრებს. ახალგაზრდები უყურებენ შეუფერებელ ქცევას, ლაპარაკს, მოქმედებას. დააკვირდით, რა გაღარიბებული ლექსიკითა და ჟარგონით საუბრობენ პროექტის მონაწილენი. ხშირად გოგონებსა და ბიჭებს შორის ურთიერთობები არ შეეფერება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას. აქ ყოველგვარი ზღვარია დაკარგული, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. მამაკაცის მიმართ ქალს უფრო მეტი მოწიწება, მამაკაცს კი მეტი თავდაჭერა და სულგრძელება მართებს. თუმცა დღევანდელ ეპოქაში ყველანაირად ცდილობენ, ამგვარი დამოკიდებულებები გაქრეს. პროექტში ისეთი ატმოსფერო იქმნება, თითქოს ეს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული საცდელი ობიექტები არიან, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. აქ მიდის დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის. რაც დრო გადის, ამ ბრძოლაში ახალგაზრდები უფრო მიუღებელ ხერხებს იყენებენ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროექტი არის თამაში, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ისაა, საზოგადოების ცნობიერებაში ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი, რომ ცხოვრებაც მგლური კანონებით იმართება, ადამიანი უნდა იბრძოდეს პირველობისთვის და დაუნდობლად უსწორდებოდეს მოწინააღმდეგეს. ხშირად გაგვიგია პროექტის მონაწილეთაგან, ჩემი ძმაკაციც რომ იყოს, აქ არ დავინდობო, ამ აზრს წამყვანებიც აწვდიან და ხშირად უმეორებენ მათ. მოთამაშეები კი თავს იწონებენ, რომ თვითონაც ამ ცნობიერებისა გახლავან. ამ პროექტში უხამსობის სცენებიც გვახსოვს: მიიყვანეს მეძავი და პირდაპირ ეთერში აჩვენეს თამაშის ერთ-ერთ მონაწილე ბიჭთან მისი ურთიერთობა. ეთერში თქვეს, რომ იგი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი იყო, სინამდვილეში კი თბილისელი „შესაბამისი პროფესიის“ მქონე გოგონა აღმოჩნდა. - ახალ პროექტში ცოლ-ქმარი მონაწილეობს... - ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანური ცხოვრების რაც შეიძლება მეტი დაფარული მხარე გამომზეურდეს. ალბათ, მალე სექსუალურ ურთიერთობებსაც აჩვენებენ. სხვათა შორის, ეს პროექტი უცხოეთიდან არის გადმოღებული, მაგრამ პროვინციულ წაბაძვას და მდარე იმიტაციას წარმოადგენს. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, ახალი, დროებითი ფასეულობების ჩანაცვლება, ამ გაურკვეველი შოუს მონაწილე მისაბაძი მაგალითი ხდება ბევრი ახალგაზრდისთვის. ის მისთვის ახალი, დროებითი კერპია. აქ ძალიან მზაკვრული გეგმაა ჩადებული: ახალგაზრდობას თვალსაწიერიდან, გონებიდან აცლიან ჭეშმარიტ გმირებს და მის ადგილზე ფსევდო-გმირები ჩნდებიან. მათი მეტყველება, საქციელი, ჩაცმულობა ხდება მისაბაძი ახალგაზრდისთვის და არა ჩვენი გმირები, სამშობლოსა და ეკლესიისთვის თავდადებული ადამიანები. გადაცემა მუდმივად კონფლიქტზეა აგებული. ცდილობენ, ყოველთვის კონფლიქტები აჩვენონ: გოგონა რომ უტლიკინებს ენას ბიჭს, ბიჭი კი შეურაცხყოფას აყენებს მას, მაყურებლისთვის მოწოდებული ქვეტექსტი კი ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. - საეკლესიო სიწმინდეების გამოჩენას ახალგაზრდების ოთახებში რით ახსნით? - სიწმინდეების ადგილი იქ არ არის, თუ თამაშის მონაწილენი ხატებთან სიგარეტს მოსწევენ, თავისუფლად მოიქცევიან, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება. მახსოვს, პირველი ეროტიკული ქართული ფილმის პრეზენტაციის შესახებ კინოს სახლში (ბზობა დღეს დაამთხვიეს), ერთმა კინომცოდნემ სიამაყით დაწერა, რომ ადმაიანებს ხელში ბზა ეჭირათ და აი, ეს არის სწორედ კარგი, რომ ამ ორი რამის შეთავსება შეიძლებაო. ე.ი. ადამიანი ეკლესიაში გამოივლის, ბზას იყიდის და მერე ეროტიკულ ფილმს ნახავს. და, თითქოსდა, ეს არის ცხოვრება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. - აპირებს თუ არა საპატრიარქო ამ პროექტის მიმართ თავისი პოზიციის გამოხატვას? - „ჯეობარის“ წინა პროექტის დროს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გამოითქვა. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას ნეგატიური შეფასება მისცეს. ჩვენი ეკლესია მუდმივად საუბრობს ამ თემაზე. მღვდლები ქადაგებენ ტაძრებში, ჩვენს გაზეთებში იბეჭდება ამაზე მასალები, რადიოში ამაზე ვსაუბრობთ. ეს სულის გამომფიტავი გადაცემებია და ძალიან გვაწუხებს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ამ ღირებულებებზე გაიზრდება. ასეთ „რეალურ შოუებზე“ აღზრდილ ადამიანებს არ შეაწუხებთ, საქართველოს აფხაზეთი დაუბრუნდება თუ არა. გვეყოლება თუ არა ჯანსაღი საზოგადოება და ა.შ. ეკლესიური ცხოვრება, კარგი პოეზია, ლიტერატურა, კინო - აყალიბებს ქვეყნისთვის გამოსადეგ ადამიანს. ხოლო რაც „ჯეობარში“ ხდება, ესაა სოციალური დარვინიზმი. დარვინის გადარჩევის თეორიის თანახმად, გადარჩება ის, ვინც ძლიერია. თუკი ეს ასეა, მაშინ სადღა რჩება ადგილი ქრისტიანული მორალისთვის? რას გვასწავლის სახარება, რას გვასწავლის მამათა ცხოვრებები? როგორ უნდა გავუმართოთ ხელი უძლურს, გაჭირვებულს, მოყვასს? ჯერ კამერის გარეშეც არ შეიძლება ცოდვის ჩადენა და კამერის წინ ხომ მთელ ქვეყანას შენი ცოდვის თანაზიარს ხდი. ის, რაც ცოტა ხნის წინ სამარცხვინო იყო, ახლა ჩვეულებრივი, მისაღები ხდება. და ამგვარად დეგრადირდება საზოგადოებრივი ცნობიერება. P.S. ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგში“ დაბეჭდვის შემდეგ „ჯეობარში“ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმის გეგმებსაც ადგენდნენ, რომელშიც თავად ჯეობარელებს უნდა ეთამაშათ (საბოლოოდ დაიდგა თუ არა სპექტაკლი, ჩვენთვის უცნობია). როგორც ჟურნალ-გაზეთები გვატყობინებებ, ტელემაყურებლები „ჯეობარის“ ცქერისას ინტიმური სცენების მოწმენიც ხდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც აბაზანიდან გამოსული გოგონა ტელემაყურებლის წინაშე აბსოლუტურად შიშველი წარდგა. ასე რომ, გადაცემის ორგანიზატორების ტაქტიკა გასაგებია - უხამსობის „დოზების“ გაზრდით საზოგადოება, თანდათან, შეაჩვიონ მიუღებელს... გადაწიონ ზღვარი დასაშვებისა. ახალგაზრდობის გარყვნას მშობლების თვალწინ ცდილობენ. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 2006 წ. ვისაუბროთ ამ თემის შესახებ... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მნათე |
Dec 5 2006, 01:14 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დებილო ზურა ახმოვანებს პატირიარქის და წმინდა სინოდის აზრს... ვითომ ვერ ხვდება ეხლა... და ისე უწმინდესმა სამებაში ქადაგებაზე თქვა ნუ უყურებთო მე ჩემმა მოძღვარმა ამიკრძლალა და მიზეზად და მისახელა ისა, რომ ჯეობარი და საერთოდ ყველა რეალითი შოუ ანადგურებს ეროვნულ თვისებებსა და მენტალიტეტს... ხო ვთქვი შე აყლაყუდავ ვხუმრობ ინტრიგანი ვარ თქო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2024 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი