ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 12:52 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგა ხანია მინდა ტოლკიენის შესანიშნავი ნაწარმოები: "ბეჭდების მბრძანებელი" განმეხილა თქვენთან ერთად, გვესაუბრა მისი შინაარსის ქრისტიანულ ფესვებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს ეკლესიამ მისია თანამედროვე სამყაროში.
მოკლედ შემოგთავაზებთ მცირე ისტორიებს ამ წიგნიდან და ვიმსჯელოთ ისტორია ეხება იმ ბეჭდის დაბრუნებას თავის სათავეში, საიდანაც გამოიწრთო - მორდორის ცეცხლში, წიინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კაცობრიობას ემუქრება დაღუპვა, ვინაიდან ბეჭდის მბრძანებელი შავი ძალა იმუქრება ხელში ჩაგდებით მის მიერ დაკარგული ბეჭდის, რაც უპირობოდ ბოროტების გაბატონების საწინდარია. საინტერესო პარალელებია სულიერებს სფეროდან და ბეჭდების მბრძანებლიდან. მაგალითად ის ბეჭედი, მფლობელს იმდენად აჯადოვებს, რომ ადამიანს მის გარეშე არსებობაც არ შეუძლია. თანაც ეს ბეჭედი არის ჯადოსნური და საკმარისია ის თითზე ჩამოიცვა, რომ უჩინარი ხდები - ეს კი ნამდვილად დიდი ცდუნებაა მისი დროებითი მფლობელისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შავი ძალისთვის სწორედ ამ დროს ხდება ბეჭედი ხილვადი. არსება სახელად სმიგოლი რომელიც თავის ძმასთან ერთად სეირნობისას შემთხვევით იპოვის ამ ბეჭედს, კლავს ძმას ბეჭდის გამო და საკმაოდ დიდი ხანი "ფლობს" ამ "საუნჯეს", მაგრამ ამასთან ერთად მახინჯდება ფიზიკურად. ბეჭედი ბოროტების და ცოდვის სიმბოლოა და ძმის მკვლელი სმიგოლიც კაენის პარალელია, რომელიც ასევე კლავს თავის ძმას აბელს. უფრო მეტიც, როგორც ცოდვის ჩამდენი ხდება მიდრეკილი ცოდვისკენ, ისე ამ ბეჭდის მფლობელს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. და ისევე როგორც ცოდვა აკარგვინებს ადამიანს თავისუფალ ნებას - ბეჭედიც იგივე "ძალის" მატარებელია. და ყველაზე მთავარი: როგორც ცოდვა ამახინჯებს სულიერად ადამიანს, ისე ამ ბეჭდის მფლობელი სმიგოლი ხდება მახინჯი. საინტერესო გარემოება: სმიგოლი, გახდება რა მოჯადოებული ბეჭდის ძალით, უნებლიედ იწყებს ძახილს სიტყვისა: "გოოლუმ", და მისი სახელი - გოლუმია ამიერიდან. წმინდა წერილში კი ვიცით, რომ არიან ღვთის შვილები და შვილები ჯოჯოხეთისა, ანუ ადამიანი კარგავს თავის სახელს- მოწოდებას და იღებს ახალ სახელს. უარს ამბობს ღმერთის თაყვანისცემაზე და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს - აპოკალიფსის ამ ადგილთანაც საინტერესო პარალელია სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე. და საკმარისია ბეჭედი თითზე ჩამმოიცვას მფლობელმა, მას ხედავს შავი ძალა პარალელი: საკმარისია ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, ის უფრო უახლოვდება ეშმაკს და მის ხრიკებს მოკლედ ტოლკიენის ეს ნაწარმოები შეიცავს უკიდეგანო ზღვას მოზარდისთვის (და არა მარტო), რომ გასაგები ალეგორიებით ახსნას ბიბლიური ჭეშმარიტება. მთავარი პერსონაჟი, 33 წლის (ნუთუ შემთხვევით?) ჰობიტი ფროდო, ხდება ის პიროვნება, რომელმაც უნდა აიღოს ბეჭედი და აიტანოს მორდორის მთაზე, ეს მსვლელობა ძალიან გავს მსვლელობას გოლგოთისკენ, რომელიც ყველა ადამიანის ჯვარია, ხოლო ჰობიტი ფროდო თავისი 33 წლით, იესო ქრისტეს სისავსეს მიღწეულ ადამიანს გვაგონებს ჯერ ეს იყოს. გაგრძელება იქნება...ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Jan 27 2008, 05:09 AM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დავბრუნდი, ცოტა გავცდი სხვა თემაში და ახლა აქაურობას მივხედავ
კანუდოსელის არ იყოს, ეს ფილმი სავსეა ძალიან ღრმა წიაღსვლებით და დახუნძლულია სიმბოლოებით, მოდით ნელნელა დავწერ, თან პოსტებს გავალამაზებ ფილმიდან ჩემ მიერ გადაღებული სურათებით, მხატვრულადაც ლამაზია და მომწონს ჯერ სიმბოლო: იცით რომ შესამოსელი დიდი ინფორმაციის მატარებელია და ხშირად სიმბოლოა თვითონ პიროვნებისაც, ასეა ლიტურგიკაშიც და ასეა ხელოვნებაშიც, ასეა ბევრგან... ფროდოს სამოსელის ორ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა, პირველი ის რაც ფროდოს და მის მეგობრებს აერთიანებს ესაა მწვანე ფოთლის გულსაბნევი, რომელიც მათ მოსასხამს კრავს, რაა მწვანე ფოთოლი სიმბოლიკაში ეს ცნობილია, იგი ნოეს მტრედის ზეთისხილის რტოა, რომელიც ხსნა აუწყა კიდობანში მყოფთ, იგი ის მწვანე რტოებია პალმისა, რომელიც უფალს დაუგეს ბზობისას... ერთერთ მომენტში ფროდოს რაღაც საშინელი ურჩხული თავის უმჭრელეს მახვილს მიაწვდენს და თითქოს მოკლავს კიდეც, მაგრამ სასწაულებრივად მკვდარი ფროდო არაა მკვდარი, იგი თეთრმა ჯაჭვის პერანგმა დაიცვა, ამ პერანგის ქვეშ კი ბეჭედი იყო, უცნაური ორმაგი სამოსია, გარედან დამცველი და შიგნით ბოროტების წყაროს ტარება, ადამიანებიც ჩვენც ასე ვართ, ყველას კისერზე გვაქვს ჩვენი ცოდვა, რომლის მოშორებას როცა დავაპირებთ უფრო მძიმდება, აღმართზე სვლა გოლგოთისაკენ უფრო ძნელია, ვიდრე გზა ბარაბასი და გზა დაღმართი, რომელიც ტაძარში არ მიდის, ე.ი. არაფრის მაქნისი უგზოობა... გადავუხვიე... ე.ი. ვამბობდი, რომ ამ ზემო ორმაგ შესამოსელში ძალიან ბევრი შედარება შეიძლება ვნახოთ, მოკლული და მაინც არ მკვდარი ვიცით ვინც არის... მოკლედ ეს საინტერესო დეტალი შეიძლება კიდევ იქნეს გამოძიებული... ახლა ცოტა სურათებიც ასე იწყება ძალიან საყვარელი ბიჭუნაა ისე კარგადაც თამაშობს ესეც ლამაზია, დეტალებით ფასდება არა ხარისხი? ჰოდა, ესეც ლამაზი დეტალია და ბოლოს, ციტატა სადაც ხობიტების სოფელი გადაიღეს, ფერმა ყოფილა ვიღაცის, ესაა ეგ ჰობიტების სოფელი, მართლა ლამაზია ამ სურათის დანახვისას უცებ სოფელი მომენატრა მოგვიანებით გავაგრძელებ: იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი