ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 12:52 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგა ხანია მინდა ტოლკიენის შესანიშნავი ნაწარმოები: "ბეჭდების მბრძანებელი" განმეხილა თქვენთან ერთად, გვესაუბრა მისი შინაარსის ქრისტიანულ ფესვებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს ეკლესიამ მისია თანამედროვე სამყაროში.
მოკლედ შემოგთავაზებთ მცირე ისტორიებს ამ წიგნიდან და ვიმსჯელოთ ისტორია ეხება იმ ბეჭდის დაბრუნებას თავის სათავეში, საიდანაც გამოიწრთო - მორდორის ცეცხლში, წიინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კაცობრიობას ემუქრება დაღუპვა, ვინაიდან ბეჭდის მბრძანებელი შავი ძალა იმუქრება ხელში ჩაგდებით მის მიერ დაკარგული ბეჭდის, რაც უპირობოდ ბოროტების გაბატონების საწინდარია. საინტერესო პარალელებია სულიერებს სფეროდან და ბეჭდების მბრძანებლიდან. მაგალითად ის ბეჭედი, მფლობელს იმდენად აჯადოვებს, რომ ადამიანს მის გარეშე არსებობაც არ შეუძლია. თანაც ეს ბეჭედი არის ჯადოსნური და საკმარისია ის თითზე ჩამოიცვა, რომ უჩინარი ხდები - ეს კი ნამდვილად დიდი ცდუნებაა მისი დროებითი მფლობელისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შავი ძალისთვის სწორედ ამ დროს ხდება ბეჭედი ხილვადი. არსება სახელად სმიგოლი რომელიც თავის ძმასთან ერთად სეირნობისას შემთხვევით იპოვის ამ ბეჭედს, კლავს ძმას ბეჭდის გამო და საკმაოდ დიდი ხანი "ფლობს" ამ "საუნჯეს", მაგრამ ამასთან ერთად მახინჯდება ფიზიკურად. ბეჭედი ბოროტების და ცოდვის სიმბოლოა და ძმის მკვლელი სმიგოლიც კაენის პარალელია, რომელიც ასევე კლავს თავის ძმას აბელს. უფრო მეტიც, როგორც ცოდვის ჩამდენი ხდება მიდრეკილი ცოდვისკენ, ისე ამ ბეჭდის მფლობელს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. და ისევე როგორც ცოდვა აკარგვინებს ადამიანს თავისუფალ ნებას - ბეჭედიც იგივე "ძალის" მატარებელია. და ყველაზე მთავარი: როგორც ცოდვა ამახინჯებს სულიერად ადამიანს, ისე ამ ბეჭდის მფლობელი სმიგოლი ხდება მახინჯი. საინტერესო გარემოება: სმიგოლი, გახდება რა მოჯადოებული ბეჭდის ძალით, უნებლიედ იწყებს ძახილს სიტყვისა: "გოოლუმ", და მისი სახელი - გოლუმია ამიერიდან. წმინდა წერილში კი ვიცით, რომ არიან ღვთის შვილები და შვილები ჯოჯოხეთისა, ანუ ადამიანი კარგავს თავის სახელს- მოწოდებას და იღებს ახალ სახელს. უარს ამბობს ღმერთის თაყვანისცემაზე და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს - აპოკალიფსის ამ ადგილთანაც საინტერესო პარალელია სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე. და საკმარისია ბეჭედი თითზე ჩამმოიცვას მფლობელმა, მას ხედავს შავი ძალა პარალელი: საკმარისია ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, ის უფრო უახლოვდება ეშმაკს და მის ხრიკებს მოკლედ ტოლკიენის ეს ნაწარმოები შეიცავს უკიდეგანო ზღვას მოზარდისთვის (და არა მარტო), რომ გასაგები ალეგორიებით ახსნას ბიბლიური ჭეშმარიტება. მთავარი პერსონაჟი, 33 წლის (ნუთუ შემთხვევით?) ჰობიტი ფროდო, ხდება ის პიროვნება, რომელმაც უნდა აიღოს ბეჭედი და აიტანოს მორდორის მთაზე, ეს მსვლელობა ძალიან გავს მსვლელობას გოლგოთისკენ, რომელიც ყველა ადამიანის ჯვარია, ხოლო ჰობიტი ფროდო თავისი 33 წლით, იესო ქრისტეს სისავსეს მიღწეულ ადამიანს გვაგონებს ჯერ ეს იყოს. გაგრძელება იქნება...ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქეთუ |
Jan 27 2008, 05:18 AM
პოსტი
#22
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა უცნაური ორმაგი სამოსია, გარედან დამცველი და შიგნით ბოროტების წყაროს ტარება, ადამიანებიც ჩვენც ასე ვართ, ყველას კისერზე გვაქვს ჩვენი ცოდვა, რომლის მოშორებას როცა დავაპირებთ უფრო მძიმდება, აღმართზე სვლა გოლგოთისაკენ უფრო ძნელია, ვიდრე გზა ბარაბასი და გზა დაღმართი, რომელიც ტაძარში არ მიდის, ე.ი. არაფრის მაქნისი უგზოობა... კაიროს ბრწყინვალე შედარებაა, ფოტოებიც ძალიან უხდება თემას... გაიხარე ციტატა ძალიან საყვარელი ბიჭუნაა ისე კარგადაც თამაშობს კი სხვათაშორის მსახიობებიც და პერსონაჟებიც საკმაოდ კარგად ყავს შერჩეული, თუმცა რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ტომ ბომბარდილი ნამდვილად აკლია... გარგი გავხსნი ჩემს სუსტ მხარეს, - [b]ასეთი სამყაროების არსებობა დავიჯერე, ძალიან მინდოდა მეცხოვრა ასეთ სამყაროში,-შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნილება გამიჩნდა მეხილა ანგელოსები და ეშმაკებიც, მოკლედ უხილავის ხილვა მინდოდა... რა ვუყოთ ხანდახან გული გონებას არ ემორჩილება... გვიან მივხვდი რომ ეს ,,ვნება" იყო, და რომ უნდა მომეშორებინა... ... neo მე ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი ხობიტანიაში წამიყვანე მეთქი სადაც ხობიტების სოფელი გადაიღეს, ფერმა ყოფილა ვიღაცის, ახლა მუზეუმად გადააქცია და მაგარ ფულს შოულობს მეც მინდაააა, კატ ექსკურსიაზე ხომ არ წავსულიყავით? -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი