ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 12:52 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგა ხანია მინდა ტოლკიენის შესანიშნავი ნაწარმოები: "ბეჭდების მბრძანებელი" განმეხილა თქვენთან ერთად, გვესაუბრა მისი შინაარსის ქრისტიანულ ფესვებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს ეკლესიამ მისია თანამედროვე სამყაროში.
მოკლედ შემოგთავაზებთ მცირე ისტორიებს ამ წიგნიდან და ვიმსჯელოთ ისტორია ეხება იმ ბეჭდის დაბრუნებას თავის სათავეში, საიდანაც გამოიწრთო - მორდორის ცეცხლში, წიინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კაცობრიობას ემუქრება დაღუპვა, ვინაიდან ბეჭდის მბრძანებელი შავი ძალა იმუქრება ხელში ჩაგდებით მის მიერ დაკარგული ბეჭდის, რაც უპირობოდ ბოროტების გაბატონების საწინდარია. საინტერესო პარალელებია სულიერებს სფეროდან და ბეჭდების მბრძანებლიდან. მაგალითად ის ბეჭედი, მფლობელს იმდენად აჯადოვებს, რომ ადამიანს მის გარეშე არსებობაც არ შეუძლია. თანაც ეს ბეჭედი არის ჯადოსნური და საკმარისია ის თითზე ჩამოიცვა, რომ უჩინარი ხდები - ეს კი ნამდვილად დიდი ცდუნებაა მისი დროებითი მფლობელისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შავი ძალისთვის სწორედ ამ დროს ხდება ბეჭედი ხილვადი. არსება სახელად სმიგოლი რომელიც თავის ძმასთან ერთად სეირნობისას შემთხვევით იპოვის ამ ბეჭედს, კლავს ძმას ბეჭდის გამო და საკმაოდ დიდი ხანი "ფლობს" ამ "საუნჯეს", მაგრამ ამასთან ერთად მახინჯდება ფიზიკურად. ბეჭედი ბოროტების და ცოდვის სიმბოლოა და ძმის მკვლელი სმიგოლიც კაენის პარალელია, რომელიც ასევე კლავს თავის ძმას აბელს. უფრო მეტიც, როგორც ცოდვის ჩამდენი ხდება მიდრეკილი ცოდვისკენ, ისე ამ ბეჭდის მფლობელს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. და ისევე როგორც ცოდვა აკარგვინებს ადამიანს თავისუფალ ნებას - ბეჭედიც იგივე "ძალის" მატარებელია. და ყველაზე მთავარი: როგორც ცოდვა ამახინჯებს სულიერად ადამიანს, ისე ამ ბეჭდის მფლობელი სმიგოლი ხდება მახინჯი. საინტერესო გარემოება: სმიგოლი, გახდება რა მოჯადოებული ბეჭდის ძალით, უნებლიედ იწყებს ძახილს სიტყვისა: "გოოლუმ", და მისი სახელი - გოლუმია ამიერიდან. წმინდა წერილში კი ვიცით, რომ არიან ღვთის შვილები და შვილები ჯოჯოხეთისა, ანუ ადამიანი კარგავს თავის სახელს- მოწოდებას და იღებს ახალ სახელს. უარს ამბობს ღმერთის თაყვანისცემაზე და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს - აპოკალიფსის ამ ადგილთანაც საინტერესო პარალელია სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე. და საკმარისია ბეჭედი თითზე ჩამმოიცვას მფლობელმა, მას ხედავს შავი ძალა პარალელი: საკმარისია ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, ის უფრო უახლოვდება ეშმაკს და მის ხრიკებს მოკლედ ტოლკიენის ეს ნაწარმოები შეიცავს უკიდეგანო ზღვას მოზარდისთვის (და არა მარტო), რომ გასაგები ალეგორიებით ახსნას ბიბლიური ჭეშმარიტება. მთავარი პერსონაჟი, 33 წლის (ნუთუ შემთხვევით?) ჰობიტი ფროდო, ხდება ის პიროვნება, რომელმაც უნდა აიღოს ბეჭედი და აიტანოს მორდორის მთაზე, ეს მსვლელობა ძალიან გავს მსვლელობას გოლგოთისკენ, რომელიც ყველა ადამიანის ჯვარია, ხოლო ჰობიტი ფროდო თავისი 33 წლით, იესო ქრისტეს სისავსეს მიღწეულ ადამიანს გვაგონებს ჯერ ეს იყოს. გაგრძელება იქნება...ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kato_Bato |
Jan 27 2008, 03:19 PM
პოსტი
#22
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
კაით რა ხალხო, ნუ გადამრიეთ, რაის ბრწყინვალე შედარება, ელფების შესამოსელს აქვს ეგ მწვანე ფოთლიანი შესაბნევი. გალადრიელმა მისცა ყველას, მარტო ფროდოს კი არა და წიგნში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, რომ ელფებს ტყე უყვართ, ხეები, ბუნება, ელაპარაკებიან მისი ესმით.. მაგათი კულტურაა ბუნებასთან სიახლოვე, როგორც გნომების კულტურაა მაგალითად მეშახტეობა და ქვის დამუშავება...ამიტომ აქვს მაგათ მოსასხამებს მწვანე ფერი, რომ გადაიფარებ ბ უ ნ ე ბ ი ს "ფერს" ღებულობს და არ ჩანს შიგნით ვინმე არის თუ არა. ამიტომ აქვს შესაკრავიც ფ ო თ ლ ი ს .
რაის ნოეს კიდობანი და მტრედი ეგ ჩასაცმელი კიდევ ფროდოს რომ აცვია, გნომებს და იმ ლითონ აღარ უკავშირდება, რითაც შეკერილია? ან საერთოდ მაგისი მოპოვების ისტორიას? გნომების და ელფების ომს? აუ, შოკის სმაილი რა... კაით ახლა, თქვენს გამო გადმოვიღე და თავიდან ვკითხულობ, საიდან იგონებთ ამისთანა პარალელებს არ ვიცი. შეიძლეა მოგაგონოს რაღაცა რაღაცამ ყოველთვის, ლიტერატურააა, ხელოვნებაა და იმიტომ. მაგრამ ამისთანა გამოცხადებები მეტისმეტია. :კანუდოსელისებრი პათოსით და "არ გამიჯავრდეთი" კატო მაგ კინოს მე და ჩემი ქმარი ყოველ დღე ვუყურებთ, ხან რა ადგილს ხან რას და როცა დრო მქონდა ადგილებს ვკითხულობდით წიგნიდან. ზურიკელას სოფლელი ფოსტალიონის არ იყოს, "ასეთ რუსული მეტი არ გამიგონია" თქვენ რომ წერთ... ქეთუ ციტატა მეც მინდაააა, კატ ექსკურსიაზე ხომ არ წავსულიყავით? აუ, კიიიიიიიიიიიიიიიიიი -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი